აზერბაიჯანის ფეხბურთის ფედერაციათა ასოციაციის სადისციპლინო კომიტეტმა ზაქათალის “სიმურგის” მთავარ მწვრთნელს გიორგი ჩიხრაძეს ერთმატჩიანი დისკვალიფიკაცია მისცა. ამის შესახებ ინტერნეპორტალი azerisport.com-ი იუწყება.
აზერბაიჯანის პრემიერლიგის 32-ე ტურში, “გაბალასთან” წაგებულ (0:1) მატჩში, ჩიხრაძემ მწვრთნელისთვის განკუთვნილი ე.წ. ტექნიკური ზონა არაერთხელ დაარღვია და საბოლოოდ გააძევეს. კლუბი ქართველის დისკვალიფიკაციის გამო, ჯარიმის სახით 1000 მანათს გადაიხდის.