ფეხბურთი

15:39 | 17.07.2013 | ნანახია [] - ჯერ

ჩიხრაძე ცენტრალურ მცველს, ნახევარმცველსა და თავდამსხმელს ეძებს

ავსტრიულ შეკრებაზე საბერძნეთის “ოლიმპიაკოსთან” ამხანაგურ მატჩში მარცხის (1:2) შემდეგ, ზაქათალის “სიმურგის” მთავარმა მწვრთნელმა გიორგი ჩიხრაძემ განაცხადა, რომ მის გუნდს გაძლიერება სამ პოზიციაზე სჭირდება.

“ასეთ ძლიერ ოპონენტთან შეხვედრა ჩვენთვის ერთგვარი გამოცდაა. “ოლიმპიაკოსი” მაღალი დონის გუნდია, რომელიც ჩემპიონთა ლიგაში ყოველწლიურად თამაშობს. პირველ ტაიმში არცთუ ცუდად გამოვიყურებოდით. შეიძლება ითქვას, რომ მეტოქე სამი შემადგენლობით თამაშობდა. ბერძნები ყოველ ნახევარ საათში შეცვლებს აკეთებდნენ. მარცხის მიუხედავად, კარგად ვითამაშეთ. გულდასაწყვეტია, რომ პირველ ტაიმში პენალტი ვერ გავიტანეთ. სასტარტო შემადგენლობის ჩამოყალიბებას ვაგრძელებთ. ჩვენ თავდამსხმელი, ცენტრალური ნახევარმცველი და ცენტრალური მცველი გვჭირდება”, – იუწყება ჩიხრაძის სიტყვებს აზერბაიჯანული საფეხბურთო კლუბის ოფიციალური ვებგვერდი.


0.131465