თბილისის “დინამოს” წამყვანმა მოთამაშეებმა ესპანელმა შემტევმა ჩისკომ და საქართველოს ეროვნული ნაკრების წევრმა მარცხენა მცველმა დავით კვირკველიამ, კლუბის ვებგვერდთან ანთალიაში მიმდინარე შეკრება შეაფასეს.
ჩისკო: “ახალ ტაქტიკურ მონახაზზე ვმუშაობთ. რაც “დინამოში” ვარ ასეთი სისტემით არ გვითამაშია. “დინამო” საქართველოს გამორჩეული გუნდია და მწვრთნელი ისეთ სქემაზე გვამუშავებს, ვფიქრობ სათამაშო სტილიც გამორჩეული გვექნება, უფრო შემტევი, კომბინაციური და სანახაობრივი, ისეთი ჩვენს გულშემატკივრებს რომ გაახარებს. გუნდში ბევრი ახალგაზრდა ფებურთელი და ახალწვეულია. ეს მოსამზადებელი ეტაპი დაგვეხმარება ერთ გუნდად შეკვრაში. მოვლენებს არ გავუსწრებ და არაფერს ვიტყვი საქართველოს ჩემპიონატის და თასის შესახებ, ახლა მხოლოდ მწვრთნელის დავალებების სწორად შესრულებაზე ვფიქრობთ. რაც შემეხება მე, სასურველ ფორმას ვუახლოვედები, რაც ფიზმომზადების მწვრთნელის დამსახურებაცაა”.
დავით კვირკველია: “ზედმეტია იმაზე საუბარი, რომ საუკეთესო პირობებში ვემზადებით, უმაღლეს დონეზეა ყველაფერი: სასტუმრო, სავარჯიშო მოედნები, საინტერესო სპარინგები. ჩვენს სათამაშო სქემაში ცვლილებებია, 4-4-2 შეიცვალა 4-3-3-ით. მწვრთნელი ბურთის უფრო მეტ კონტროლს გვთხოვს. ჩვენთვის ნათელია, რომ სხვა მოთხოვნებია და ბუნებრივია ამ ეტაპზე ხარვეზებიც იქნება. ჩვენი ამოცანაც მოსამზადებელ ეტაპზე სწორედ ამ ხარვეზების გამოსწორებაა და მოსამზადებელი პერიოდიც ამისთვის არსებობს. გარკვეული პერიოდია საჭირო, მითუმეტეს რომ გუნდში ბევრი ახალი ფეხბურთელია. “ვიტ ჯორჯიასთან” სპარინგის ჩათვლით 3 შეხვედრა ჩვატარეთ და ვფიქრობ, ჩვენს თამაშში უკვე არის დადებითი მომენტები. ნაბიჯ-ნაბიჯ ვხვეწთ თამაშს. ყველაფერს ვაკეთებთ, რომ 22 თებერვალს, სეზონის განახლებას სათანადოდ მომზადებული შევხვდეთ”.