ფეხბურთი

14:47 | 22.07.2013 | ნანახია [] - ჯერ

ჩისკო "სტიაუასთან" - ამჯერად მაინც

ესპანელს რუმინულ კლუბთან ცუდი მოგონებები აკავშირებს


თბილისის "დინამოს" ბომბარდირ ჩისკოს ცუდი მოგონებები აკავშირებს ბუქარესტის "სტიაუასთან". 2004/2005 და 2005/2006 წლების უეფას თასის სეზონებში ჩისკოს გუნდი ორივეჯერ "სტიაუამ" გააგდო.

2004/2005: ჩისკო "ვალენსიაში" გახლდათ და 1/16-ფინალის პირველ შეხვედრაში "ღამურებმა" შინ 2:0 იმარჯვეს, ხოლო ბუქარესტში ამავე ანგარიშით წააგეს და პენალტების სერიაში დამარცხდნენ. ჩისკოს პირველ შეხვედრაში არ უთამაშია, ბუქარესტში კი სასტარტოში იყო და 78-ე წუთზე შეცვალეს.

2005/2006: ჩისკო მუნიოს ლომპარტი ამჯერად "ბეტისში" გამოდიოდა. მისი გუნდი მერვედფინალში გადაეყარა "სტიაუას" და ბუქარესტში პირველი შეხვედრა 0:0 დასრულდა, შინ კი "ბეტისმა" 0:3 წააგო. ჩისკო ამჯერადაც სათადარიგო იყო პირველ მატჩში და მინდორზე არ შეუყვანიათ, ხოლო საპასუხოში 56-ე წუთიდან ჩაერთო თამაშში, როცა ანგარიში ჯერ 0:1 იყო.

ასე რომ, "ჩიჩის" "სტიაუასთან" თავისი ანგარიშებიც აქვს. ამჯერად მაინც...

 

0.117234