ჭადრაკი

15:35 | 26.07.2013 | ნანახია [] - ჯერ

ჩინელებს აჯობეს

ჩინურ ჩიონგქინგში გრძელდება საჭადრაკო ოლიმპიადა 16-წლამდელთა შორის. 6 ტურის თავზე საქართველოს ნაკრები, რომლის ღირსებასაც გიორგი სიბაშვილი (2186), ნიკოლოზ ქუმსიაშვილი (2142), ნიკა ღვამბერია (2047) და ნოე თუთისანი (2025) იცავენ, 8 ქულით მე-17 ადგილზე იმყოფება.

მე-6 ტურში ქართველმა მოჭადრაკეებმა ერთ-ერთ ჩინურ კლუბს (WXXL CHESS CLUB) 2.5:1.5 სძლიეს. გამარჯვებები იზეიმეს სიბაშვილმა და ქუმსიაშვილმა, თუთისანმა ყაიმი გააფორმა, ხოლო ღვამბერია დამარცხდა.

მე-7 ტურში, რომელიც 27 ივლისს შედგება, საქართველოს ნაკრები მორიგ ჩინურ გუნდს (QD NO.2 MIDDLE SCHOOL ZY CHESS CLUB) შეხვდებაა.

16-წლამდელთა ოლიმპიადა ათ ტურად მიმდინარეობს და 29 ივლისს დასრულდება, ჯერჯერობით კი, მისი ერთპიროვნული ლიდერი ინდოეთის ნაკრები გახლავთ, რომელმაც ცენტრალურ დაპირისპირებაში რუსეთს 2.5:1.5 სძლია და თავი 11 ქულას მოუყარა.

0.11737