ხორვატმა ჩოგბურთელმა მარინ ჩილიჩმა შვეიცარიელი სტანისლას ვავრინკას წინააღმდეგობის დაძლევა შეძლო და ინდოეთის ქალაქ ჩენაიში გამართული ტურნირის გამარჯვებული შეიქმნა.
21 წლის ჩილიჩს ვავრინკასთან არცერთი შეხვედრა არ ჰქონდა მოგებული, ამჯერად კი, ორ საათსა და ორმოც წუთს მიმდინარე მატჩში უკეთ გამოიყურებოდა და 7:6 (7:2), 7:6 (7:3) იმარჯვა.
ჩენაიში მე-2 ნორად განთესილმა ხორვატმა ტურნირის მე-3 ნომერ ვავრინკას მხოლოდ 2 ეისი ჩაუგდო, 8 ბრეიკ-პოინტიდან კი 2 გამოიყენა და კარიერაში მე-4 ტიტულის მფლობელი გახდა.
ინდური ტურნირის საპრიზო ფონდი 398 250 დოლარი გახლდათ, საიდანაც ხორვატ ჩოგბურთელს 68 450 დოლარი ერგო, რეიტინგში კი მან 250 ქულა შეიმატა.







