ჩოგბურთი

12:11 | 9.09.2014 | ნანახია [] - ჯერ

ჩილიჩი ათეულში ვერ შევიდა

 

კაცთა შორის განახლებული რეიტინგი უკვე ცნობილია - ამერიკის ღია პირველობის მოგების შედეგად, ხორვატი მარინ ჩილიჩი მხოლოდ ოთხი საფეხურით დაწინაურდა და ათეულში შესვლა ვერ მოახერხა. ამჟამად ჩილიჩი მსოფლიო რეიტინგში მე-12 ადგილზეა.

რაც შეეხება იაპონელ კეი ნიშიკორის: აზიელი ჩოგბურთელი ამერიკის ღია პირველობის დაწყებამდე მე-11 ადგილზე იმყოფებოდა, ახლა კი ათეულში შეაღწია და მე-8 პოზიციაზე დამკვიდრდა.

ცვლილება არ შეეხო პირველ სამეულს. რეიტინგს კვლავ ნოვაკ ჯოკოვიჩი ლიდერობს საგრძნობლად. სერბს კვალში რაფაელ ნადალი და როჯერ ფედერერი უდგანან. ესპანელმა ჩოგბურთელმა ამერიკის ღია ჩემპიონატზე ვერ იასპარეზა და წინა წელს მოპოვებული გამარჯვების შედეგად გამომუშავებული 2000 ქულა საბოლოოდ დაკარგა და შვეიცარიელ მაესტროს, მხოლოდ 630 ქულით უსწრებს.

 

1. ნოვაკ ჯოკოვიჩი            12 290 (0)

2. რაფაელ ნადალი            8 670 (0)

3. როჯერ ფედერერი           8 030 (0)

4. სტანისლავ ვავრინკა         5 625 (0)

5. დავიდ ფერერი               4 495 (0)

6. ტომაშ ბერდიხი              4 240 (1)

7. მილოშ რაონიჩი              4 225 (-1)

8. კეი ნიშიკორი                3 870 (3)

9. გრიგორ დიმიტროვი         3 710 (-1)

10. ენდი მიურეი                3 150 (-1)

11. ჯო-ვილფრიდ ცონგა        3 100 (-1)

12. მარინ ჩილიჩი               3 045 (4)

13. ერნესტს გულბისი           2 615 (-1)

14. ხუან მარტინ დელ პოტრო   2 365 (-1)

15. რობერტო ბაუტისტა აგუტი  1 935 (4)

16. ჯონ ისნერი                 1 925 (-1)

17. ფაბიო ფოგნინი              1 870 (0)

18. გაელ მონფილსი             1 845 (6)

19. კევინ ანდერსონი            1 840 (1)

20. ფელიციანო ლოპესი         1 770 (1)

 

გიორგი ბალახაძე

0.115757