ფეხბურთი

23:30 | 1.06.2014 | ნანახია [] - ჯერ

ჩილეს განაცხადი ცნობილია

ჩილეს ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, ხორხე სამპაოლიმ ის 23 ფეხბურთელი დაასახელა, რომლებიც მსოფლიოს ჩემპიონატის საბოლოო განაცხადში მოხვდნენ.

სამპაოლის, აქამდე, 27 ფეხბურთელი ჰყავდა დასახელებული. განაცხადს მიღმა პაულო გარსესი, მარკოს გონსალესი, როდრიგო მილიარი და პაბლო ერნანდესი დარჩნენ.

ჩილეს ნაკრების სამუნდიალე განაცხადი ასე გამოიყურება:

მეკარეები: კლაუდიო ბრავო (“სოსიედადი”, ესპანეთი), კრისტოფერ ტოსელი (“უნივერსიდად კათოლიკა”), ჯონი ერერა (“უნივერსიდად ჩილე”);

მცველები: გონსალო ხარა (“ნოტინგემ ფორესტი”, ინგლისი), მაურიციო ისლა (“იუვენტუსი”, იტალია), ხოსე როხასი (“უნივერსიდად ჩილე”), მიკო ალბორნოსი (“მალმიო”, შვედეთი), ეუხენიო მენა (“სანტოსი”, ბრაზილია);

ნახევარმცველები: გარი მედელი (“კარდიფი”, უელსი), ფრანსისკო სილვა (“ოსასუნა”, ესპანეთი), არტურო ვიდალი (“იუვენტუსი”, იტალია), ჟან ბოსეჟური (“უიგანი”, ინგლისი), ფელიპე გუტიერესი (“ტვენტე”, ჰოლანდია), კარლოს კარმონა (“ატალანტა”, იტალია), ხორხე ვალდივია (“პალმეირასი”, ბრაზილია), ხოსე პედრო ფუენსალიდა (“კოლო-კოლო”), ჩარლეს არანგისი (“ინტერნასიონალი”, ბრაზილია), მარსელო დიასი (“ბაზელი”, შვეიცარია), ფაბიან ორელიანა (“სელტა”, ესპანეთი);

თავდამსხმელები: ალექსის სანჩესი (“ბარსელონა”, ესპანეთი), ედუარდო ვარგასი (“ვალენსია”, ესპანეთი), ესტებან პარედესი (“კოლო-კოლო”), მაურიციო პინილია (“კალიარი”, იტალია).

0.112371