ტომ ტიბოდოს გაწვრთნილი "ჩიკაგო ბულზი" გაზაფხულს მშვენიერ სპორტულ ფორმაში შეხვდა. დღეს გამთენიისას "ხარებმა" საკუთარ დარბაზში ჟოაკიმ ნოას კარგი გარჯისა და გუნდის აქტიური, აგრესიული დაცვის დემონსტრირების ხარჯზე ყველანაირი პრობლემების გარეშე დაამარცხეს აღმოსავლეთ კონფერენციაში მათი უშუალო კონკურენტი "ბრუკლინ ნეთსი" 96:85 და სეზონში 34-ე გამარჯვება იზეიმეს.
შეხვედრის საწყისის წუთებში სტუმრებს გაცილებით უკეთესად გამოიყურებოდნენ. ბრუკ ლოპესისა და დერონ უილიამსის ზუსტი ტყორცნების შედეგად "ბრუკლინი" 5 წუთში 17:7 დაწინაურდა. ტიბოდომ წუთშესვენება აიღო, რის შემდეგაც "ჩიკაგო" დროულად გამოფხიზლდა, ჯერ ბელინელიმ ჩააგდო სამქულიანი, შემდეგ იგივე კირკ ჰაინრიხმაც გაიმეორა, ჟოაკიმ ნოამ მეოთხედის დასრულებამდე საკუთარი მონაგარი 9 ქულამდე აიყვანა, ხოლო ბოლო წამზე ნეიტ რობინსონის საშუალო, ავანტიურულმა სროლამ თანაბარი ანგარიში დააფიქსირა ტაბლოზე 27:27.
მეორე პერიოდი ფრანგი ცენტრის სლემ დანქით გაიხსნა. "ჩიკაგომ" პირველ რიგში დაცვაში თამაშს მოუმატა და ცდილობდნენ ორმაგი მეურვეობა დაეწესებინათ დერონ უილიამსისათვის და ჯო ჯონსონისათვის. ამ ტაქტიკურმა ჩანაფიქრმა აშკარად გაამართლა, რადგან "ნეთსმა" მეორე მეოთხედში მეტოქეს მხოლოდ 12 ქულა ჩაუგდო, საკუთარ კალათში კი 26 მიიღო.
შეხვედრის მეორე ნახევარში მასპინძელთა წინა ხაზი ჟოაკიმ ნოას და კარლოს ბუზერის შემადგენლობით მთელი სიმძლავრით ამუშავდა შეტევასა და დაცვაში. ამას დაემატა ის ფაქტიც, რომ მესამე მეოთხედის მიწურულს "ბრუკლინის" კალათბურთელებს უკვე 16 დაკარგვა ქონდათ, რასაც მშვენივრად იყენებდა ფეხმარდი ნეიტ რობინსონი, რომელმაც არაერთი ქულა მიითვალა სწრაფი კონტრშეტევისას.
გადამწყვეტ მეოთხედს "ბულზი" 18 ქულიანი ჰანდიკაპით შეხვდა. უკანასკნელ 12 წუთში პი ჯეი კარლესიმოს დამოძღვრილი "ნეთსი" ბევრს ეცადა თამაშის შემობრუნებას, ბრუკ ლოპესმა რამოდენიმეჯერ ძალიან კარგად ითამაშა შეტევაში, მაგრამ მასპინძლებმა სამი მეოთხედის განმავლობაში მოპოვებული დიდი უპირატესობა არ გაფლანგეს ბოლომდე და საბოლოოდ 11 ქულიანი სხვაობით იმარჯვეს 96:85.
შეხვედრის საუკეთესო მოთამაშე ჟოაკიმ ნოა გახლდათ, რომელმაც პარკეტზე 41:13 წუთი გაატარა და ამ დროის განმავლობაში თავი 21 ქულით, 10 მოხსნით, 5 შედეგიანი გადაცემით, 2 ჩაჭრით და 4 დაფარებით გამოიჩინა.
სტუმართა რიგებში გამოირჩა ბრუკ ლოპესი, რომლის მონაგარი 22 ქულა და 3 დააფრება გახლდათ.
დღევანდელი წარმატების შემდეგ "ჩიკაგომ" (34-25) აღმოსავლეთ კონფერენციაში მეხუთე ადგილზე აინაცვლა და მეექვსე საფეხურამდე დააქვეითა მისი დღევანდელი მეტოქე "ბრუკლი ნეთსი" (34-26).
საინტერესო ფაქტები:
"ნეთსმა" პირველ მეოთხედში თამაშიდან 12 ბურთი ჩააგდო (27 ქულა), მეორე და მესამე მეოთხედებში კი ჯამში მხოლოდ 11 სროლა გამოიყენა (32 ქულა).
"ბულზის" კალათბურთელები თამაშიდან 52%-იანი სიზუსტით უტევდნენ მეტოქის კალათს, ხოლო საჯარიმოს ხაზიდან 100%-იანი (14-14).
კარლოს ბუზერმა საკუთარ კარიერაში ყველაზე მეტი - 5 ჩაჭრა მიითვალა.
"ბრუკლინის" სასტარტო ხუთეულის წევრმა რეჯი ევანსმა მატჩი 0 ქულით და 10 მოხსნით დაასრულა, პარაკევს, "დალასთან" დაპირისპირებისასაც იგი უქულოდ დარჩა, თუმცა ტეხასელებთან 11 მოხსნა მიითვალა.
"ჩიკაგომ" 10 დღიანი კონტრაქტი გააფორმა ვეტერან ფორვარდ ლუ ამუნდსონთან, რომელმაც უნდა ჩაანაცვლოს ტაჯ გიბსონი, რომელიც მცირე ტრავმის გამო 2 კვირა არ იქნება.
ჩიკაგო - ბრუკლინი 96:85 (27:27, 26:12, 24:20, 19:26)
ჩიკაგო: ჰაინრიხი (12), ბელინელი (7), ნოა (21+10მ), ბუზერი (20), დენგი (8); ბატლერი (13),კუკი (3), რობინსონი (12), მოჰამედი
ბრუკლინი: უილიამსი (14), ჯონსონი (11), ლოპესი (22),ევანსი, ვოლესი (8); ბლაჩი (13),ვოტსონი (7), ბრუქსი, ტელეტოვიჩი (13), ტეილორი (1)
ფილადელფია - გოლდენ სტეიტი 104:97 (20:31, 31:23, 31:27, 22:16)
ფილადელფია: ჰოლიდეი (27), აივი (17), თ. იანგი (14), თერნერი (22+10მ+9პ), ჰოუსი; პარგო (3), რაიტი (13),ალენი (4), მოუტრი (4)
გოლდენ სტეიტი: კარი (30), ტომპსონი (29), ეზელი (2), ლი (13+16მ), ბარნსი (5); ლენდრი (12), ჯეკი (6), გრინი
მილუოკი - ტორონტო 122:114 (23:32, 31:23, 28:19, 22:30)
მილუოკი: ჯენინგსი (11), ელისი (23),სანდერსი(13+12მ+5დ), მბა მოუტე (10),ილიასოვა (29); დანლივი (8), იუდო (2),რედიკი (16),დალამბერი (2),ჰენსონი (8)
ტორონტო: ლოური (10+10მ+10პ), დეროზანი (18), ფილდსი (15), ჯონსონი (19), ბარნიანი (11); როსი, ანდერსონი (21), ლუკასი (16), ვალანჩუნასი (4)
პორტლენდი - მინესოტა 109:94 (31:19, 20:25, 32:27, 26:23)
პორტლენდი: ლილარდი (24), მეტიუსი (9), ჰიქსონი (18+16მ), ოლდრიჯი (17), ბატუმი (12); ლეონარდი (12), მეინორი (7+12პ), ფრილანდი, კლავერი (10), ბარტონი
მინესოტა: რიდნური (18), ჟელაბალი (4), სტიმსმა, რუბიო (12), უილიამსი (23); კანინგემი (16), ბარეა (14), ჯონსონი (5), შვედი (2)
დასავლეთ კონფერენცია
1. | სან ანტონიო | 60 | 46 | 14 | 6279:5765 | 0.767 |
2. | ოკლაჰომა | 58 | 42 | 16 | 6190:5640 | 0.724 |
3. | კლიპერსი | 61 | 43 | 18 | 6132:5721 | 0.705 |
4. | მემფისი | 57 | 38 | 19 | 5316:5109 | 0.667 |
5. | დენვერი | 60 | 38 | 22 | 6332:6109 | 0.633 |
6. | გოლდენ სტეიტი | 60 | 33 | 27 | 6052:6091 | 0.550 |
7. | იუტა | 59 | 32 | 27 | 5812:5814 | 0.542 |
8. | ჰიუსტონი | 60 | 32 | 28 | 6393:6221 | 0.533 |
9. | ლეიკერსი | 59 | 29 | 30 | 6039:5967 | 0.492 |
10. | პორტლენდი | 58 | 27 | 31 | 5638:5786 | 0.466 |
11. | დალასი | 58 | 26 | 32 | 5856:5917 | 0.448 |
12. | მინესოტა | 56 | 20 | 36 | 5331:5484 | 0.357 |
13. | ნიუ ორლეანი | 60 | 21 | 39 | 5655:5860 | 0.350 |
14. | ფინიქსი | 60 | 21 | 39 | 5673:5984 | 0.350 |
15. | საკრამენტო | 60 | 20 | 40 | 5890:6316 | 0.333 |
აღმოსავლეთ კონფერენცია
1. | მაიამი | 56 | 42 | 14 | 5812:5412 | 0.750 |
2. | ნიუ-იორკი | 55 | 35 | 20 | 5510:5297 | 0.636 |
3. | ინდიანა | 59 | 37 | 22 | 5540:5286 | 0.627 |
4. | ატლანტა | 57 | 33 | 24 | 5563:5504 | 0.579 |
5. | ჩიკაგო | 59 | 34 | 25 | 5468:5378 | 0.576 |
6. | ბრუკლინი | 60 | 34 | 26 | 5699:5695 | 0.567 |
7. | ბოსტონი | 58 | 31 | 27 | 5575:5564 | 0.534 |
8. | მოლუოკი | 57 | 29 | 28 | 5604:5647 | 0.509 |
9. | ფილადელფია | 57 | 23 | 34 | 5247:5459 | 0.404 |
10. | ტორონტო | 60 | 23 | 37 | 5828:5932 | 0.383 |
11. | დეტროიტი | 61 | 23 | 38 | 5788:5952 | 0.377 |
12. | კლივლენდი | 59 | 20 | 39 | 5760:5965 | 0.339 |
13. | ვაშინგტონი | 57 | 18 | 39 | 5242:5444 | 0.316 |
14. | ორლანდო | 59 | 16 | 43 | 5561:5914 | 0.271 |
15. | შარლოტი | 58 | 13 | 45 | 5407:5959 | 0.224 |
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია
უკანასკნელი გლადიატორი!
და შემდეგ ამერიკისკენ აიგებს გეზს
კვეკვესკირზე დავწერ ორიოდე სიტყვას. ტრანსფერმარკეტის მონაცემებზე დაყრდნობით ვწერ რომ 10.3 მილიონიანი აზერბაიჯანის მოწინავე გუნდიდან გადავიდა 9.5 მილიონიანი საშუალო დონის ყაზახურ გუნდში.
ჩემი აზრით რეგრესი არ არის. პირიქით, უკეთეს ჩემპიონატში გადავიდა და თუ მოინდომებს მეტადაც განვითარდება. დიდად არა მაგრამ...
ედიდესი მოვლენა ფეხბურთის ისტორიაში