ტრავმებისაგან გატანჯულმა "ჩიკაგო ბულზმა" საკუთარ არენაზე უკანასკნელი 14 დღის განმავლობაში ორი გუნდის მოგებათა ხანგრძლივი სერია დაასრულა. 27 მარტს ტომ ტიბოდოს დამოძღვრილმა "ხარებმა" “მაიამი” იმსხვერპლეს (27 მატჩიანი მოგებათა სერია), დღეს გამთენიისას კი ოვერტაიმში "ნიუ იორკი" დაამარცხეს 118:111. (ზედიზედ მოგებული 13 მატჩი).
შეხვედრას ორივე გუნდი უდიდესი დანაკლისით შეხვდა. სხვადასხვა სახის ტრავმების გამო მასპინძლებს დერიკ როუზი, ტაჯ გიბსონი და ჟოაკიმ ნოა დააკლდათ, ხოლო "ნიქსს" - ამარე სტადემაირი, ტაისონ ჩენდლერი, მარკუს კემბი, რაშიდ უოლესი და კურტ ტომასი.
"ჩიკაგომაც" და "ნიუ იორკმაც" ნომინალური ცენტრების გარეშე დაიწყეს მატჩი, ორივე გუნდის შემადგენლობაში თითო-თითო მაღალი გახლდათ სასტარტო ხუთეულში: კარლოს ბუზერი კრის კოუპლენდის წინააღმდეგ. იძულებითი ცვლილებებით გამომდინარე, "დაბალმა" ხუთეულებმა პირველივე წუთებიდან მაღალი ტემპი და უხვქულიანი მეოთხედები შემოგვთავაზეს.
საწყის ექვს წუთში "ნიუ იორკმა" ნამდვილი განკითხვის დღე მოუწყო მოწინააღმდეგეს და 17 ქულიანი უპირატესობით დაწინაურდა 23:6. '"ჩიკაგო" ცდილობდა დროულად მოსულიყო გონს, თუმცა ამას ძალზე ნელ ტემპში აკეთებდა. მესამე მეოთხედის მეორე ნახევარში მელოს კიდევ ერთი ზუსტი ნასროლი ბურთის შემდეგ სტუმრებმა 15 ქულიანი ჰანდიკაპი შეიქმნეს 79:64. ტომ ტიბოდოს ნერვებმა საბოლოოდ უმტყუნა და სანახევროდ "გაგიჟებულმა" კიდევ ერთი წუთშესვენება აიღო. ტაიმ აუტიდან დაბრუნებული "ბულზი" კი უკვე ძალიან ძნელი საცნობი გახლდათ. ჯერ კირკ ჰაინრიხმა ჩაჭრა ბურთი და ჯიმი ბატლერს გაატანა ჩასატენად, შემდეგ ლუოლ დენგმა გაისროლა ზუსტად პერიმეტრიდან და სათავე დაუდო მასპინძელთა 12-3 გაქცევას. უკანასკნელი მეოთხედის წინ სიტუცია ძალზე დაიძაბა, სტუმრები მხოლოდ 2 ქულასღა იგებდნენ 82:80.
"ბულზმა" აღარ გაფლანგა მოპოვებული ფსიქოლოგიური უპირატესობა და უფრო უმატა სათამაშო ტემპს, რის შედეგადაც უკანასკნელი მეოთხედის შუაწელისთვის უკვე 99:90-ს იგებდა. ამჯერად "ნიუ იორკს" გაუხდა მატჩი შემოსაბრუნებელი და ეს მისია საკუთარ თავზე კარმელო ენტონიმ და ჯეი არ სმიტმა აიღეს, რომელთაც ბოლო წუთებზე არაერთი ბურთი ჩააგდეს რთული სიტუაციებიდან და საფინალო სირენამდე 15 წამით ადრე ანგარიშიც გათანაბრდა 105:105. დარჩენილ მცირე დროში ჯერ წარმოშობით სუდანელმა დენგმა სცადა მატჩის ძირითად დროში მოგება, საპასუხო შეტევაში - "მელომ", თუმცა არცერთს არ გაუმართლა და დაინიშნა ოვერტაიმი.
დამატებითი ხუთწუთეული ტანმორჩილი ნეიტ რობინსონის ბენეფისად იქცა, რომელმაც თავისი ავანტიურული და სპორტული სითავხედით გაჯერებული ტყორცნებით სისხლი გაუშრო მეტოქეს, მან ოვერტაიმში 8 ქულა უთავაზა "ნიქსს" და პირადად მოაგებინა საკუთარ გუნდს უდრამატულესი მატჩი 118:111.
შეხვედრის გმირი 175 სმ სიმაღლის მქონე ნეიტ რობინსონი გახდა, რომელმაც მიმდინარე სეზონში საუკეთესო მატჩი ჩაატარა და შეხვედრა 35 ქულით დახურა. ორმაგი დუბლებით გამოირჩნენ ახალგაზრდა ჯიმი ბატლერი (22 ქულა, 14 მოხსნა) და უგამოცდილესი კარლოს ბუზერი (13 ქულა, 15 მოხსნა). სტუმართა რიგებში კი საუკეთესო კარმელო ენტონი იყო, რომლის მონაგარი 36 ქულა და 19 მოხსნა გახლდათ.
"მელო" ბოლო 6 თამაშის განმავლობაში მეტოქეებს მინიმუმ 35 ქულას უგდებს.
"ჩიკაგომ" "ნიუ იორკს" მიმდინარე რეგულარულში ოთხი დაპირისპირებიდან ყველა მოუგო.
"ნიუ იორკმა" მიუხედავდ დღევანდელი მარცხისა, 16 წლიანი პაუზის შემდეგ შეძლო ატლანტიკის დივიზიონის მოგება.
ბოლო 16 სეზონის განმავლობაში "ნიქსმა" პირველად მოახერხა რეგულარულში 51 გამარჯვების მოპოვება
"ნიუ იორკმა" ნბა-ს ახალი რეკორდი დაამყარა, მათ მიმდინარე სეზონში უკვე 847 ზუსტი სამქულიანი ტყორცნა განახორციელეს და გააუმჯობესეს "ორლანდოს" მიერ 2009-10 წლების სეზონში დამყარებული რეკორდი.
"ნიქსს" მშვენიერი შანსი ჰქონდა გაემეორებინა 1993-94 წლებში დამყარებული საკლუბო რეკორდი - ზედიზედ 15 მოგება, თუმცა "ჩიკაგომ" ისინი 13 მოგებულ მატჩზე შეაჩერა.
ჩიკაგო - ნიუ იორკი 118:111 (23:30, 31:29, 26:23, 25:23, 6:13)
ჩიკაგო: ჰაინრიხი (11), ბელინელი (7), ბუზერი (13+15მ), ბატლერი (22+14მ), დენგი (16); რობინსონი (35), ჰამილტონი (14), ტომასი, ტიგი, კუკი
ნიუ იორკი: პრიჟიონი (7), ფელტონი (19), კოუპლენდი (14), შამპერტი (7), ენტონი (36+19მ); სმიტი (28), კიდი, ნოვაკი
გოლდენ სტეიტი - ოკლაჰომა 97:116 (27:31, 27:29, 23:36, 20:20)
გოლდენ სტეიტი: კარი (22), ტომფსონი (6), ბოგატი, ლი (13), ბარნსი (9); ეზელი (6), ჯეკი (19), ლენდრი (10), გრინი (3), ბაზემოური (4), ჯეფერსონი (5), ბიედრინსი
ოკლაჰომა: ვესტბრუკი (18), სეფალოშა (10), პერკინსი (2), იბაკა (17), დურანტი (31+10მ+8პ); მარტინი (23), ტაბიტი (4), კოლისონი, ჯექსონი (4), ფიშერი (7), ბრიუერი, ორტონი
დასავლეთ კონფერენცია
1. | ოკლაჰომა |
79 |
58 |
4 |
2 |
21 |
8370:7634 | 0.734 | |
2. | სან ანტონიო |
78 | 57 | 4 | 3 | 21 | 8053:7507 | 0.731 | |
3. | დენვერი |
78 | 54 | 4 | 1 | 24 | 8251:7861 | 0.692 | |
4. | კლიპერსი |
78 | 52 | 0 | 2 | 26 | 7897:7395 | 0.667 | |
5. | მემფისი |
78 | 53 | 4 | 1 | 25 | 7301:6983 | 0.679 | |
6. | გოლდენ სტეიტი |
79 | 45 | 2 | 2 | 34 | 7965:7911 | 0.570 | |
7. | ჰიუსტონი |
78 | 44 | 0 | 3 | 34 | 8282:8003 | 0.564 | |
8. | ლეიკერსი |
79 | 42 | 2 | 0 | 37 | 8073:7989 | 0.532 | |
9. | იუტა |
79 | 41 | 3 | 3 | 38 | 7765:7779 | 0.519 | |
10. | დალასი |
78 | 38 | 2 | 8 | 40 | 7882:7958 | 0.487 | |
11. | პორტლენდი |
78 | 33 | 5 | 1 | 45 | 7631:7839 | 0.423 | |
12. | მინესოტა |
78 | 29 | 1 | 1 | 49 | 7458:7654 | 0.372 | |
13. | საკრამენტო |
78 | 28 | 0 | 4 | 50 | 7815:8174 | 0.359 | |
14. | ნიუ ორლეანი |
79 | 27 | 1 | 3 | 52 | 7445:7729 | 0.342 | |
15. | ფინიქსი |
79 | 24 | 3 | 2 | 55 | 7495:8000 | 0.304 |
აღმოსავლეთ კონფერენცია
1. | მაიამი |
78 |
62 |
5 |
1 |
16 |
8021:7409 | 0.795 | |
2. | ნიუ იორკი |
78 | 51 | 0 | 2 | 27 | 7812:7480 | 0.654 | |
3. | ინდიანა |
78 | 49 | 2 | 3 | 29 | 7390:7036 | 0.628 | |
4. | ბრუკლინი |
78 | 46 | 5 | 0 | 32 | 7531:7396 | 0.590 | |
5. | ჩიკაგო |
78 | 43 | 4 | 2 | 35 | 7263:7237 | 0.551 | |
6. | ატლანტა |
79 | 43 | 4 | 1 | 36 | 7735:7684 | 0.544 | |
7. | ბოსტონი |
78 | 40 | 7 | 4 | 38 | 7507:7525 | 0.513 | |
8. | მილუოკი |
78 | 37 | 3 | 3 | 41 | 7713:7826 | 0.474 | |
9. | ფილადეფია |
78 | 31 | 2 | 1 | 47 | 7246:7547 | 0.397 | |
10. | ტორონტო |
78 | 30 | 2 | 7 | 48 | 7554:7731 | 0.385 | |
11. | ვაშინგტონი |
79 | 29 | 0 | 5 | 50 | 7365:7554 | 0.367 | |
12. | დეტროიტი |
79 | 27 | 0 | 3 | 52 | 7457:7808 | 0.342 | |
13. | კლივლენდი |
78 | 24 | 0 | 1 | 54 | 7552:7904 | 0.308 | |
14. | ორლანდო |
79 | 20 | 1 | 3 | 59 | 7453:7964 | 0.253 | |
15. | შარლოტი |
78 | 18 | 3 | 1 | 60 | 7262:8027 | 0.231 |