ჭიდაობა

11:14 | 18.05.2014 | ნანახია [] - ჯერ

ჩიდრაშვილმა და ლორიაშვილმა ბუქარესტის პოდიუმიდან ევროპას გადმოხედეს

ბუქარესტში მიმდინარე ევროპის ჩემპიონატის მეორე დღე საქართველოს სამბისტთა ნაკრებისთვის პირველზე წარმატებული გამოდგა. გუშინ რუმინულ ხალიჩაზე მედლების მორიგი ცხრა კომპლექტი გათამაშდა: კაცებში, ქალებსა და საბრძოლო სამბოში სამ-სამი. ქართულ გუნდს მონაწილეები მხოლოდ კაცებში ჰყავდა და სამივე მათგანმა ფინალში იჭიდავა.

ვახტნგ ჩიდრაშვილი (57 კგ) და დავით ლორიაშვილი (100 კგ) ევროპის ჩემპიონები გახდნენ, ბესარიონ ბერულავას (74 კგ) კი პოდიუმის უმაღლეს საფეხურამდე ერთი ნაბიჯი დააკლდა.

ჩიდრაშვილმა ფინალში აზერბაიჯანელი ისლამ გასუმოვი დაამარცხა, ლორიაშვილმა – რუსი დიმიტრი მინაკოვი. ხოლო ბერულავამ აზერბაიჯანელ ამილ გასიმოვთან წააგო.

დღეს რუმინულ ხალიჩაზე ზვიად ოდოშაშვილი (62 კგ), ნიკოლოზ კუცია (82 კგ), ნოდარ მეტრეველი (+100 კგ) და ირინე ლეონიძე (+78 კგ) გავლენ. 

0.114903