ფეხბურთი

14:50 | 1.08.2014 | ნანახია [] - ჯერ

ჩიჩარიტოს შეძენა "საუთჰემპტონსაც" მოუნდა

"საუთჰემპტონი" მზადაა, მექსიკის ეროვნული ნაკრების და "მანჩესტერ იუნაიტედის" თავდამსხმელ ხავიერ ერნანდესში 19 მილიონი ევრო გადაიხადოს. აღნიშნულ ინფორმაციას ბრიტანული მედია ავრცელებს.

ზაფხულის სატრანსფერო პერიოდში საუთჰემპტონელებმა ადამ ლალანა, დეიან ლოვრენი და რიკი ლამბერტი "ლივერპულში" გაუშვეს, ლუკ შოუ "მანჩესტერში", ხოლო კალუმ ჩამბერსი "არსენალში".

ახლა კი "საუთჰემპტონი" შემადგენლობის გაძლიერებას ფიქრობს და თვალი ერნანდესს (ჩიჩარიტო) დაადგა. მოგეხსენებათ, 26 წლის თავდამსხმელისადმი ინტერესს მადრიდის "ატლეტიკო" და მილანის "ინტერიც" იჩენენ.

გასულ სეზონში ჩიჩარიტომ 35 მატჩი ჩაატარა, გაიტანა 9 გოლი და 4 საგოლე გადაცემაც შეასრულა. ჯერჯერობით უცნობია, მანჩესტერელთა ახალი მწვრთნელის ლუის ვან გალის გეგმებში მექსიკელი შედის თუ არა. იმ შემთხვევაში თუ ჰოლანდიელი სპეციალისტი ჩიჩარიტოზე იმედს არ დაამყარებს, თავდამსხმელს მსურველები მრავლად ჰყავს და კლუბის შეცვლაც არ გაუჭირდება.

 

გიორგი ბალახაძე

0.114884