“მანჩესტერ იუნაიტედის” თავკაცმა დევიდ მოიესმა განაცხადა, რომ იანვრის სატრანსფერო სეზონში, თავდამსხმელი ხავიერ ერნანდესი, იგივე ჩიჩარიტო, ლონდონის “ტოტენჰემში” არ გადავა.
“ეს საკითხი განხილვადაც არ ღირს. სეზონის ბოლომდე, ხავიერი საკმარის სათამაშო დროს მიიღებს”, - განუცხადა მოიესმა Daily Star-ს.
გავრცელებული ინფორმაციით, იანვარში, “ტოტენჰემი” ჩიჩარიტოს იჯარით აყვანას გეგმავდა და ამის წინააღმდეგი არც თავად მექსიკელი ფორვარდი იყო.