ჩეხური Idnes-ის ცნობით, მიხალ ბილეკი თბილისის "დინამოში" ერთ წელიწადში 8 000 000 ჩეხურ კრონას მიიღებს. დღევანდელი კურსის მიხედვით, ეს 300 000 ევროა, ანუ ბილეკს თვეში 25 000 ევრო ექნება გასამრჯელო.
მათივე ინფორმაციით, ჩეხეთის ეროვნულ ნაკრებში ბილეკის წლიური ხელფასი 5 000 000 კრონა იყო, ანუ წელიწადში 185 000 ევრო და თვეში 15 500.
ბილეკმა 4 წელი იმუშავა ეროვნულ ნაკრებში და მისი თავკაცობით, გუნდი ევრო-2012-ის მეოთხედფინალში გავიდა.