ფეხბურთი

20:55 | 11.01.2014 | ნანახია [] - ჯერ

ჩეხმა “ჩელსის” ახალი რეკორდი დაამყარა

ლონდონის “ჩელსის” მეკარემ, პეტერ ჩეხმა, “არისტოკრატების” კარი მშრალად 209-ე მატჩში შეინახა და ამ მაჩვენებლით ის კლუბის რეკორდსმენი გახდა. ეს მას შემდეგ მოხდა, რაც ლონდონელებმა “ჰალ სიტი” 2:0 დაამარცხეს.

აქამდე, “ჩელსის” რეკორდსმენი პეტერ ბონეტი იყო, რომელიც ლონდონურ კლუბში 1960-1979 წლებში თამაშობდა. ინგლისელს, 200-ზე მეტი მშრალი თამაშის ჩასატარებლად 19 წელი და 731 თამაში დასჭირდა, ხოლო ჩეხმა ამას 10 წელიწადში და 451 მატჩში მიაღწია.

ჩეხს შეუძლია, მშრალი მატჩების მაჩვენებლით პრემიერლიგაში საუკეთესოც გახდეს. ამჟამად, მის ანგარიშზე ამ ტურნირზე ჩატარებული 150 მშრალი შეხვედრაა. რეკორდი დევიდ ჯეიმსს ეკუთვნის, რომელმაც გოლი პრემიერლიგის 170 თამაშში არ გაუშვა.

0.117052