ფეხბურთი

10:53 | 23.04.2014 | ნანახია [] - ჯერ

ჩეხი ზაფხულამდე დაისვენებს, ტერი - გაზაფხულის ბოლომდე

 ლონდონის „ჩელსის“ მეკარე პეტრ ჩეხისთვის მიმდინარე სეზონი მადრიდის „ატლეტიკოსთან“ გუშინ გამართული მატჩით დასრულდა. ჩეხმა გოლკიპერმა ჩემპიონთა ლიგის პირველ ნახევარფინალში მოედანზე მხოლოდ 18 წუთი გაატარა, შემდეგ კი მხრის ტრავმის გამო შესაცვლელი გახდა და უმალ მადრიდის კლინიკაში გადაიყვანეს.

„ჩელსის“ მთავარი მწვრთნელის, ჟოზე მოურინიუს განცხადებით, სარეაბილიტაციო პერიოდი ერთ თვეზე მეტხანს გაგრძელდება, რაც ავტომატურად ნიშნავს, რომ ლონდონელები სეზონს ჩეხის გარეშე ჩაამთავრებენ.

მოურინიუსვე სიტყვებით, ასევე „ატლეტიკოსთან“ შეხვედრაში დაშავებული მცველის, ჯონ ტერის დიაგნოზიც ნაკლებად დამაიმედებელია, თუმცა „არისტოკრატთა“ კაპიტანს პეტრ ჩეხისგან განსხვავებით, ჩემპიონთა ლიგის ფინალში თამაშის შანსი ჯერ კიდევ აქვს. ოღონდ ამისთვის მკურნალობის პროცესმა წარმატებით უნდა ჩაიაროს და რაც მთავარია, „ჩელსიმ“ ნახევარფინალი უნდა დაძლიოს.  

0.169451