ფეხბურთი

17:05 | 25.07.2014 | ნანახია [] - ჯერ

ჩეხი: "სათადარიგოთა სკამზე ჯდომა არ მსურს"

მას შემდეგ, რაც ლონდონის "ჩელსის" მთავარმა მწვრთნელმა ჟოზე მოურინიომ განათხოვრებული მეკარე ტიბო კურტუა მადრიდის "ატლეტიკოდან" დააბრუნა, გაჩნდა კითხვა: ვინ იქნება "არისტოკრატთა" პირველი მეკარე, ჩეხი თუ კურტუა?

ბელგიის ეროვნული ნაკრების ახალგაზრდა კიპერმა ლონდონში დაბრუნებამდე განაცხადა, რომ სათადარიგოთა სკამზე ჯდომა არ სურდა. სასტარტო შემადგენლობაში ადგილის დათმობას არც პიტერ ჩეხი აპირებს.

"ყველაფერს გავაკეთებ, რათა სასტარტო შემადგენლობაში ადგილი მოვიპოვო. სათადარიგოთა სკამზე ჯდომა ნამდვილად არ მინდა. არ გამოვიყენებ სიტყვებს: მაგრამ, ან, თუ _ დაველოდოთ როგორ განვითარდება მოვლენები. ყოველ მატჩში და ვარჯიშზე ბოლომდე ვიხარჯებოდი და ახლაც ასე გაგრძელდება. ყველაფერს გავაკეთებ, რათა მომავალ სეზონს საუკეთესო ფორმაში შევხვდე." - განაცხადა ჩეხმა.

 

გიორგი ბალახაძე

თეგებიპიტერ ჩეხი
0.123537