ლონდონის “ჩელსის” გოლკიპერმა პეტრ ჩეხმა, შესაძლოა, კარიერა მადრიდის “რეალში” გააგრძელოს. ამ ინფორმაციას Goal.com-ის ესპანური რედაქცია ავრცელებს.
ადრე ცნობილი გახდა, რომ “რეალი”, პსჟ და “მონაკო” მზად არიან ჩეხი მეკარის სანაცვლოდ 10 მილიონი გირვანქა გაიღონ. მისი “სამეფო კლუბში” გადასვლა მხოლოდ იმ შემთხვევაშია შესაძლებელი, თუკი წასვლას იკერ კასილასი გადაწყვეტს.
თავის მხრივ, მადრიდელები კასილასის სანაცვლოდ 20 მილიონ ევროს ითხოვენ. არსებობს იკერთან კონტრაქტის გაწყვეტის ვარიანტიც. ეს მაშინ მოხდება, თუკი “რეალის” ახალწვეული კეილორ ნავასი გუნდის ძირითადი გოლკიპერის როლს მოირგებს.
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია
ოსუნაარასი ის ზდაროვი მონღოლი არაა ჯურიოში რო იყო ენდოუსთან ერთად?.. გახევენ ხვალ გაგას თუ ეგაა
მონღოლი არაა ეგვიპტელია და საკმაოდ ძლიერია
ხო ეგვიპტელი ყოფილა... ძან მოშნია
მოუგია გაგას, საღოლ
ბარუტოსავით მალე მოუწევს ამასაც სუმოსთვის თავის დანებება ალბათ.