ფეხბურთი

12:48 | 4.03.2014 | ნანახია [] - ჯერ

ჩეხეთში ჩეხი აღიარეს

 

ლონდონის “ჩელსის” მეკარე პეტრ ჩეხი ჩეხეთის წლის საუკეთესო ფეხბურთელად მეშვიდედ დაასახელეს. ამის შესახებ უეფას ოფიციალური საიტი იუწყება.

საუკეთესოობისთვის ბრძოლაში ჩეხს კონკურენციას ტომაშ როსიცკი (“არსენალი”) და ვლადიმირ დარიდა (“ფრაიბურგი”) უწევდნენ. უკვე ზედიზედ 6 წელიწადია, ჩეხს სამშობლოში საუკეთესოდ აღიარებენ. მეკარემ ეს ჯილდო პირველად 2005 წელს მიიღო.

ჩეხეთის წლის საუკეთესო ახალგაზრდა ფეხბურთელად “ვესტ ბრომვიჩის” ფორვარდი მატეი ვიდრა დასახელდა, საუკეთესო მწვრთნელად კი, “ვიქტორიას” ყოფილი მესაჭე პაველ ვრბა აირჩიეს.

თეგებიპეტრ ჩეხი
0.116655