კალათბურთი

14:39 | 15.08.2014 | ნანახია 1111 - ჯერ

ჩეხეთის ნაკრების ერთ-ერთი ლიდერი სამშობლოში დაბრუნდა

ჩეხეთის საკალათბურთო ნაკრების ერთ-ერთი ლიდერი ლუბოშ ბარტონი ესპანური “ვალენსიადან” მშობლიურ “ნიმბურკში” დაბრუნდა.

ცნობისთვის, ბარტონი უკვე 34 წლისაა და წესით, კარიერის დასრულებაზე უნდა ფიქრობდეს, თუმცა, ეროვნული გუნდის გამორჩეულ მოთამაშედ რჩება.

შეგახსენებთ, რომ ამასწინათ ლუბოშმა თბილისში საქართველოს ნაკრების წინააღმდეგაც ითამაშა და 16 ქულა დააგროვა, რითაც თანაგუნდელთაგან მხოლოდ პატრიკ აუდას (18) ჩამორჩა.

ბარტონმა საკვალიფიკაციო რაუნდის მე-2 მატჩში პორტუგალიას 11 ქულა ჩაუგდო და ეჭვგარეშეა, რომ ევრობასკეტის შესარჩევი ციკლის დარჩენილ მატჩებშიც მეტოქეებს დიდ თავსატეხს გაუჩენს.

ქართველ კალათბურთელებს ჩეხებთან გასვლითი მატჩი სწორედ ნიმბურკში 20 აგვისტოს ელით და დიდი ალბათობით, ამ შეხვედრაში E ჯგუფის პირველადგილოსნის ვინაობა გაირკვევა.


კომენტარები (1)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

14:46 | 15.08.2014
sabonis (9584)

ახ პირველი ადგილოსნის ბედს არა, ანუ უნგრეთი ჩამოწერეთ?

16:13 | 15.08.2014
BEERTRANCE (97819)

უნგრეთი მართლა მეეჭვება, ჩეხები 2-ეს მოუგებენ. აი ჩვენ კი ჯოჯოხეთი უნდა მოუვწყოთ მადიარებს 24-ში.

0.134584