კალათბურთი

0:44 | 4.08.2014 | ნანახია NaN - ჯერ

ჩეხეთი ფარზე მოისუსტებს

ჰოლანდიასთან მატჩი ჩაშლის პირას იყო...


ჩეხეთის საკალათბურთო ნაკრებმა, რომელიც ევრობასკეტის შესარჩევ ციკლში საქართველოს ეროვნული გუნდის უმთავრეს მეტოქედ მიიჩნევა, მოსამზადებელი ციკლი ჰოლანდიასთან საშინაო მატჩებით დაასრულა.

რონენ გონზბურგის შეგირდებმა “ნარინჯისფრებს” ნიმბურკში უმასპინძლეს და ორივე შეხვედრა მოუგეს – 77:68 და 65:51, თუმცა, მათ თამაშში ნაკლოვანებები საკმაოდ შეინიშნებოდა.

ჰოლანდიელებმა ფავორიტად შერაცხულ მეტოქეს ორივე მატჩში დიდი წინააღნდეგობა გაუწიეს. მდგომარეობა განსაკუთრებით მე-2 შეხვედრაში დაიძაბა, როდესაც ერთმანეთს ბარტონი და დე იონგი წაეკიდნენ, რაც გუნდების საუკეთესო მსროლელთა გაძევებით დასრულდა.

საერთოდაც, ჰოლანდიელები მსაჯობით უკმაყოფილონი იყვნენ და ეს ეპიზოდი მათთვის ბოლო წვეთი აღმოჩნდა. შედეგად, მათ მოედნის დატოვების გადაწყვეტილება მიიღეს. თამაში ჩაშლის პირას იყო, თუმცა, საბოლოოდ, “ნარინჯისფრები” დარბაზში დაბრუნდნენ და შეხვედრაც ნერვულ ატმოსფეროში დასრულდა.

ერთი საინტერესო დეტალიც. 24 წლის ფორვარდ იან ვესელის (სიმაღლე 213 სმ.) არყოფნაში ჩეხებმა ფარის მოგება ჰოლანდიასთანაც კი ვერ შესძლეს. მათ პირველ მატჩში მოხსნებში 33:35 დათმეს, მე-2 შეხვედრაში კი სტუმართა უპირატესობა კიდევ უფრო აშკარა იყო – 32:44.

ჩეხებმა 2015 წლის ევროპის ჩემპიონატისთვის მოსამზადებელი ციკლი დაასრულეს, 10 აგვისტოდან კი ოფიციალურ მატჩებში ჩაებმებიან. გინზბურგის გუნდს ევრობასკეტის პირველი საკვალიფიკაციო თამაში თბილისში საქართველოს ნაკრებთან ელის.

 

ჩეხეთი – ჰოლანდია 77:68 (14:15, 21:21, 23:14, 19:18)

ჩეხეთი: სატორანსკი (14), აუდა (12), ველში (9), პალიზა (9), პუმპრლა (8), ბალვინი (7), ბარტონი (7), სირინა (7), ჰრუბანი (4), პომიკალეკი, სვრდლიკი, ჩანი.

 

ჩეხეთი – ჰოლანდია 65:51 (20:19, 16:11, 12:9, 17:12)

ჩეხეთი: სატორანსკი (20), აუდა (9), ბარტონი (9), სირინა (8), ბალვინი (6), პომიკალეკი (6), სვრდლიკი (4), ველში (3), ჰრუბანი, პალიზა, ჩანი.


კომენტარები (5)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

21:43 | 24.08.2013
MAXSIMUS-Z1 (7221)

ბასკები წინ!

12:46 | 24.08.2013
a.reversi (9540)

სანმამესი საიდან მოიტანეთ ანოეტაზე თამაშობს ბილბაო სანამ ახალი სტადიონი დამთვარდება

12:35 | 24.08.2013
beka- (31)

თამაში სოსიედადის სატდიონზე "ანოეტაზე" გაიმართა "სან მამესზე" კი არა....

10:54 | 24.08.2013
GOVEN (4940)

jofrey
ოსასუნა არ არის ბასკური გუნდი და ძალით დაეწერათ? )

14:48 | 24.08.2013
kelbo (7279)

ხო მარა ხშირად მაგენსაც ბასკებად თვლიან იმიტო რო ნავარაშიც უმეტესობა ბასკებია

10:21 | 24.08.2013
jofrey (713)

,,ბასკებმა თითო ტაიმში თითო გოლი იკმარეს და დამსახურებული გამარჯვებაც მოიპოვეს" - თქვენი აზრით ოსასუნა კატალონიის ან კასტილიის გუნდია? თუ ოსასუნა ბასკეთის წარმომადგენლად აღარ ითვლება?

10:41 | 24.08.2013
სავაშა__ (6590)

მე როგორც ვიცი ბასკებს მხოლოდ ორი გუნდი ჰყავთ ბილბაო და სოსიედადი...)

14:46 | 24.08.2013
kelbo (7279)

ოსასუნა პამპლონის გუნდია, ბასკეთის მეზობელი ნავარას პროვინციიდან... მართალია ბასკეთი არაა, მარა ძირითადად იქაც ბასკები ცხოვრობენ

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.058848
სარეკლამო ადგილი - 99
X x X