კალათბურთი

20:40 | 8.09.2013 | ნანახია [] - ჯერ

ჩეხებთან 19 ქულას ვაგებთ

აშკარად გადაღლილი საქართველოს საკალათბურთო ნაკრები ევროპის ჩემპიონატის მორიგ ტურში ჩეხეთის გუნდთან პირველი ტაიმის შემდეგ 35:54 მარცხდება. ქართველები დაცვაში ჩვეულად საიმედოდ ვერ თამაშობენ და ჩეხებს ფარქვეშ ხელფეხი გახსნილი აქვთ. შედეგად, სამწამიანი ზონიდან უკვე 32 (!) ქულა გვაქვს მიღებული. თამაშის განმავლობაში ქართველი კალათბურთელები 26 ქულასაც აგებდნენ, ამდენად, მინუს 19 კიდევ კარგი შედეგია. საქართველოს ნაკრებში 8-8 ქულა ვიქტორ სანიკიძეს და გიორგი შერმადინს გააჩნიათ, ცუდი კი ის გახლავთ, რომ ამ უკანასკნელს და მანუჩარ მარკოიშვილს უკვე 3-3 პერსონალური ფოლი აქვთ. ისიც ვთქვათ, ჩეხების მხრიდან შეუჩერებელია ტომაშ სატორანსკი – მის აქტივში 16 ქულაა.

0.146166