ფეხბურთი

17:51 | 25.07.2013 | ნანახია [] - ჯერ

ჩერიშევმა “რეალთან” ოთხწლიანი გააფორმა

 

რუსმა ნახევარმცველმა დენის ჩერიშევმა მადრიდის “რეალთან” ახალი კონტრაქტი გააფორმა.

საფეხბურთო კლუბ “რეალის” ოფიციალური ვებგვერდის ცნობით, ჩერიშევმა მადრიდელებთან 4-წლიანი ხელშეკრულება დადო – 2017 წლის ზაფხულამდე.

აღსანიშნავია, რომ “რეალის” ახალი მთავარი მწვრთნელი კარლო ანჩელოტი რუს ფეხბურთელს მარცხენა მცველად ხედავს.

“რეალი” აცხადებს, რომ პირველი გუნდის ფეხბურთელმა დენის ჩერიშევმა კონტრაქტი ოთხი სეზონით გაახანგრძლივა”, – იუწყება მადრიდული გუნდის პრესსამსახური.


სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 6
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.120819