გუშინ ავსტრალიის ღია პირველობას მამაკაცთა ტურნირის წინა 3 გათამაშების ჩემპიონი ნოვაკ ჯოკოვიჩი ჩამოშორდა, დღეს დილით კი ნახევარფინალში გასვლა ვერ მოახერხა ქალთა ერთეულთა ასპარეზობის 2012 და 2013 წლების ტრიუმფატორმა, კლასიფიკაციის მეორე ნომერმა ვიკტორია აზარენკამ. ბელარუსს პოლონელმა აგნეშკა რადვანსკამ 6:1, 5:7, 6:0 მოუგო და ნახევარფინალში სლოვაკ დომინიკა ციბულკოვას შეხვდება.
“დღეს ჩემი საუკეთესო თამაშის ჩვენებას შევეცადე, თანაც დასაკარგი არაფერი მქონდა – ტიტულს ვიკა იცავდა და არა მე. მატჩის გადამწყვეტი მომენტი მესამე სეტის დასაწყისი გამოდგა. რთული გეიმები მოვიგე და შეხვედრის ბედიც გადავწყვიტე”, - განაცხადა გახარებულმა აგნეშკამ ნამატჩევს.
ავსტრალიის პირველობის აწ უკვე ექსჩემპიონმა აზარენკამ საკუთარი მარცხი პირველ და მესამე პარტიებში დაშვებული შეცდომებით ახსნა და დასძინა, მეტოქისგან განსხვავებით, მაყურებელს საკუთარი თამაში ვერ ვუჩვენეო.
დომინიკა ციბულკოვას რაც შეეხება, მეოცე ნომრად განთესილმა სლოვაკმა შანსი არ დაუტოვა რუმინელ სიმონა ჰალეპს 6:3, 6:0. მატჩი ზუსტად საათს გაგრძელდა.
ნახევარფინალი
ქალები
აგნეშკა რადვანსკა (პოლონეთი) – დომინიკა ციბულკოვა (სლოვაკეთი)
ნა ლი (ჩინეთი) – ეჟენი ბუშარი (კანადა)
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია
ჯსკფგაჰქოფწნწსწლვბ
დროა უკვე ამანაც რამე მოიგოს იმედია არ გამაზავს ამ ავსტრალიას
ბუშარის ქულები ნახეთ რა
უიმბლდონი 160
ბეიჯინგი 110
უს ოფენ 100
როლან გაროსი 100
მაიამი 50
ტოკიო 225
ოსაკა 200
ჩარლსტონი 132
სტრასბურგი 130
კვებეკი 130
ცინცინატი 100
ტორონტო 70
აკაპულკო 46
ავსტრალია ოფენ 40
კალი 22
ნოტინგემი 14
ამ ქულების მერე დიდ სლემზე უკვე 1/2 ფინალშია საღოლ
Djoko
ბუშარი რა დღეში იქნება 40 ქულა დასაცავი ჰქონდა და აგერ 1/2 ფინალში ამოყო თავი
ხოოო მაგრად მინდა რო მოიგოს...რავი შანსები აქვს და თუ ისევ წაუვა თამაში...
რა ქენი გუდუნა ეს?
საღოლ აგა,ციბოსაც გაცდება ეს...
ბუშარმა იკისროს რა რამე დღეს ! )))
მარტო მესამე სეტს ვუყურე და სიტყვები არ მყოფნის ისე მაგრად ითამაშა რადვანსკამ. მკვდარ ბურთებს ატრიალებდა.
ფინალი
რადვანსკა - ნა ლი
კიდე კარგი არ მიყურებია თამაშებისთვის, ტორე ინფაქტი გარანტირებული მქონდა :@ ვიცოდი რო სმ სეტიანი იქნებოდა, მარა ესე თუ წააგებდა ვიკა არ მეგონა... ციბულკოვას საღოოლ