ჩოგბურთი

11:09 | 20.01.2014 | ნანახია [] - ჯერ

ჩემპიონი მეოთხედფინალშია, შარაპოვა გავარდა

 ავსტრალიის ღია პირველობის ქალთა ერთეულთა ტურნირის ბოლო 2 გათამაშების ჩემპიონი ვიკტორია აზარენკა (2) წლევანდელი ტურნირის მეოთხედფინალშია. ბელარუსმა ეს მეცამეტე ნომრად განთესილი ამერიკელის სლოან სტივენსის 6:3, 6:2 დამარცხებით მოახერხა. მატჩის საათნახევარს გაგრძელდა, ვიკას სამეოთხედფინალე მეტოქეს კი პოლონელი აგნეშკა რადვანსკასა (5) და რუმინელი გარბინ მუგურუსას ორთაბრძოლა გამოავლენს.

მეოთხედფინალში ვერ გავიდა ავსტრალიის ჩემპიონატის 2008 წლის ტრიუმფატორი მარია შარაპოვა. მას მეოცე ნომრად განთესილმა 24 წლის სლოვაკმა 3:6, 6:4, 6:1 მოუგო და ტურნირის მომდევნო სტადიაზე გავიდა. ციბულკოვა მეოთხედფინალში რუმინელ სიმონა ჰალეპს შეხვდება, რომელმაც ამ დილით სერბ ელენა იანკოვიჩს 6:4, 2:6, 6:0 მოუგო.

“კორტზე საკუთარი თავის სრული რწმენით გავედი. 100 პროცენტით დარწმუნებული გახლდით, შარაპოვას რომ დავამარცხებდი. მატჩისთვის მზად ვიყავი, რაც ორთაბრძოლის მსვლელობამ დაამტკიცა”, - განაცხადა ციბულკოვამ მეოთხედფინალში გასვლის შემდეგ.  

0.117785