ფეხბურთი

20:55 | 10.08.2014 | ნანახია [] - ჯერ

ჩემპიონი გამარჯვებით იწყებს

საქართველოს 26-ე ეროვნული საფეხბურთო ჩემპიონატის უმაღლესი ლიგის გათამაშების პირველი ტურის მეორე სათამაშო დღეს 3 მატჩი გაიმართა. გორის “დილამ” შინ ცხინვალის “სპარტაკი” 2:0 დაამარცხა, “ვიტ ჯორჯიამ” კი სტუმრად ამავე ანგარიშით სძლია მარტვილის “მერანს.” ჭყონდიდელებმა მატჩი კაცნაკლულებმა დაამთავრეს, 52-ე წუთზე მსაჯმა დანტე ჩალიგავა გააძევა. აღსანიშნავია, რომ ახალდაწყებულ ჩემპიონატში მეორე დუბლი დაფიქსირდა, მისი ავტორი ვეტერინარი მათე კვირკვიაა. გუშინ ასევე ორი გოლი ზესტაფონელმა ჯაბა დვალმა გაიტანა.

დღის გვიან შეხვედრაში გაახალგაზრდავებულმა “დინამომ” კერკეტი “სამტრედიის” წინააღმდეგობა მხოლოდ მეორე ტაიმში გატეხა. თბილისელებს მშველელად ისევ ვეტერანი ესპანელი ჩისკო მოევლინა. სწორედ მან გახსნა ანგარიში, მეორე გოლი კი ჭაბუკი გიორგი პაპუნაშვილის ანგარიშზეა.

 

დილა (გორი) - სპარტაკი (ცხინვალი) 2:0 (2:0)

გოლები: 1:0 ირაკლი მოდებაძე (30), 2:0 ნიკა კვეკვესკირი (41)

 

მერანი (მარტვილი) – ვიტ ჯორჯია (თბილისი) 0:2 (0:2)

გოლები: 0:1, 0:2 მათე კვირკვია (14, 37)

 

დინამო (თბილისი) – სამტრედია 2:0 (0:0)

გოლები: 1:0 ჩისკო (55), 2:0 გიორგი პაპუნაშვილი (73) 

 

გუშინ:

 

შუქურა (ქობულეთი) – ზუგდიდი 2:1 (1:0)

გოლი: 1:0 ზვიად მეტრეველი (24), 1:1 შოთაA ლომია (46), 2:1 გიორგი ჩელებაძე (59, პენალტით)

გაძევება: დავით ლომაია (55, ორი ყვითელი)

 

მეტალურგი (რუსთავი) – დინამო (ბათუმი) 2:1 (1:1)

გოლები: 1:0 ირაკლი სიხარულიძე (6), 1:1 თეიმურაზ შონია (8), 2:1 დაჩი ცნობილაძე (66)

 

კოლხეთი (ფოთი) – ტორპედო (ქუთაისი) 0:3 (0:1)

გოლი: 0:1 ნიკა კვასხვაძე (10), 0:2 ოთარ კვერნაძე (56), 0:3 თენგიზ ჩიკვილაძე (70)

 

ზესტაფონი – გურია (ლანჩხუთი) 6:0 (3:0)

გოლები: 1:0 ჯაბა დვალი (7), 2:0 თეიმურაზ ღონღაძე (24), 3:0 გიორგი ფანცულაია (28), 4:0 ჯაბა დვალი (74), 5:0 თედორე გრიგალაშვილი (76), 6:0 ლაშა გვალია (81)

 

 

0.114148