მამაკაცთა ერთეულთა თანრიგში უიმბლდონის მოქმედი ჩემპიონი როჯერ ფედერერი წლევანდელი ტურნირის მეორე წრეში სეტისწაუგებლად გავიდა. 31 წლის შვეიცარიელმა რეიტინგსიის 48-ე რუმინელ ნომერს ვიქტორ ჰანესკუს 6:3, 6:2, 6:0 მოუგო და მეორე წრეში უკრაინელ სერგეი სტახოვსკის შეხვდება.
მსოფლიო კლასიფიკაციის მესამე ნომერმა თანატოლ ბალკანელს მხოლოდ 5 გეიმი დაუთმო და ჰანესკუსთან ურთიერთობა საათსა და 8 წუთში გაარკვია. ამ სათამაშო დროის განმავლობაში “მხიარულმა როჯერმა” 6 ბრეიკი და 7 ეისი განახორციელა.
აქვე იმასაც მოგახსენებთ, რომ სტახოვსკიმ პირველ წრეში ბრაზილიელ როჟერიუ დუტრუ და სილვას სძლია.