მართალია, მიუნხენის „ბაიერნმა“ ვერცხლის სინი უკვე ჩაიბარა, მაგრამ იუპ ჰაინკესის გუნდი თავის გულშემატკივრებს მოწყენის საშუალებას მაინც არ აძლევს. ბუნდესლიგის 30–ე ტურში, „რეკორდმაისტერი“ ჰანოვერს ეწვია და ადგილობრივი კლუბისგან ქვა–ქვაზე არ დატოვა.
მიუნხენელები ჰანოვერელთა უიღბლობის წყალობით დაწინაურდნენ, მაგრამ ალბათ, ეჭვი არავის ეპარება იმაში, რომ 3 ქულის აღებას ისედაც მოახერხებდნენ. მე–16 წუთზე, მასპინძელთა მცველმა ლარს შტინდლმა ბურთი საკუთარ კარში ჩაჭრა, რითაც თავისი გუნდის განადგურებას დასაბამი დაუდო. რამდენიმე წუთში, ფრანკ რიბერი აღმოჩნდა ხელსაყრელ პოზიციაში და ანგარიშის ორამდე გაზრდა არ გასჭირვებია. მოგვიანებით, დუბლით გამოირჩა გერმანიის ეროვნული ნაკრების ფორვარდი მარიო გომესი, შემდეგ კი, ვეტერანმა კლაუდიო პისარომაც გაიტანა თავისი გოლი.
მატჩის მიწურულს, ანდრე ჰოფმანმა ანგარიშში სხვაობა შეამცირა, მაგრამ ეს „ჰანოვერისთვის“ ბევრი ვერაფერი შვება იყო. მით უმეტეს, რომ 86–ე წუთზე, კლაუდი პისარომ კიდევ ერთხელ დალაშქრა მასპინძელთა კარი და ტაბლოზე 1:6 დააფიქსირა.
უკანასკნელი 2 სეზონის ტრიუმფატორი „დორტმუნდი“ „მაინცს“ დაუხვდა და უპრობლემოდ დაამარცხა. იურგენ კლოპის შეგირდებმა მატჩის საწყის და უკანასკნელ წუთებში თითოჯერ აიღეს სტუმართა კარი და 2:0 იმარჯვეს. პირველსავე წამებზე, მეკარის შეცდომის შედეგად, მარკო როისმა დაუცველ კარში გადაგზავნა ბურთი და ცხადი გახდა, რომ სტუმრებს თუნდაც ქულის მოპოვება ძალიან გაუჭირდებოდათ.
87–ე წუთზე, დორტმუნდელთა მთავარმეგოლე რობერტ ლევანდოვსკი აღმოჩნდა ცარიელი კარის სიახლოვეს და საბოლოო ანგარიში დააფიქსირა.
ახალმა მწვრთნელმა ვერ უშველა „ჰოფენჰაიმს“, რომელიც „ბაი არენაზე“, „ლევერკუზენთან“ მატჩში განადგურდა. სამი ჰიპიას გუნდმა მეტოქეს 5 უპასუხო ბურთი გაუტანა.
დღე ბრემენის „ვერდერისა“ და „ვოლფსბურგის“ მატჩით დასრულდა. ბევრისთვის მოულოდნელად, „მგლებმა“ მეტოქე „ვეზერშტადიონზე“ გაანადგურეს. 30–ე წუთისთვის, მაქსიმილიან არნოლდისა და ივიცა ოლიჩის გოლების წყალობით, ტაბლოზე უკვე 0:2 ეწერა, რაც ბრემენელთა მარცხს მოასწავებდა. 66–ე წუთზე, წერტილი ვოლფსბურგელთა ბრაზილიელმა პლეიმეიკერმა დიეგომ დასვა, რომელმაც პენალტის ნიშნულიდან მეკარის საპირისპირო მიმართულებით დაჰკრა და თავის გუნდს 0:3 მოაგებინა.
ჰანოვერი. „ავდ არენა“. 49000
ჰანოვერი – ბაიერნი 1:6 (0:3)
ჰანოვერი: ცილერი, ჯურუ, პანდერი, შულცი, ჩერუნდულო (საკაი 65), ჰოფმანი, პინტუ (ია კონანი 46), რაუში, შტინდლი, შლაუდრაფი, დიუფი (აბდელაუიე 80).
მწვრთნელი: მირკო სლომკა
ბაიერნი: ნოიერი, რაფინია, ვან ბუიტენი, ბოატენგი, რიბერი (შაქირი 46), ტიმოშჩუკი, გუსტავუ, ალაბა, მიულერი (რობენი 46), გომესი (კანი 63), პისარო.
მწვრთნელი: იუპ ჰაინკესი
გოლები: 0:1 (შტინდლი 16ს.კ), 0:2 რიბერი (23), 0:3 გომესი (40), 0:4 გომესი (40), 0:5 პისარო (71), 1:5 ჰოფმანი (84), 1:6 პისარო (86)
გაფრთხილება: ბოატენგი (88)
კარში დარტყმა: 6 (4) – 12 (8) ჯარიმა: 7 - 9 კუთხური: 2 - 9 თამაშგარე: 0 - 4 ბურთის ფლობა: 43% - 57% სეივი: 1 – 3
დორტმუნდი. „სიგნალ იდუნა პარკი“. 80645
დორტმუნდი – მაინცი 2:0 (1:0)
დორტმუნდი: ვაიდენფელერი, სუბოტიჩი, ჰუმელსი, შმელცერი, პიშჩეკი, ბლაშჩიკოვსკი (გროსკროიცი 62), შაჰინი, გუნდოგანი, გიოტცე (შიბერი 74), როისი (ლაიტნერი 86), ლევანდოვსკი.
მწვრთნელი: იურგენ კლოპი
მაინცი: ვეტკლო, ნოვესკი, სვენსონი, პოსპეხი, ბელი, რისე (სალაი 57), ზიმლინგი, რუკავიცა (კალიჯური 81), ბაუმჰარტლინგერი, მალი, პარკერი (მიულერი 70).
მწვრთნელი: ტომას ტუხელი
გოლები: 1:0 როისი (1), 2:0 ლევანდოვსკი (87)
გაფრთხილებები: როისი (31), ჰუმელსი (41), შმელცერი (79) – ბელი (69), ზიმლინგი (78), ვეტკლო (90)
კარში დარტყმა: 14 (7) – 6 (1) ჯარიმა: 11 - 16 კუთხური: 8 - 4 თამაშგარე: 6 - 3 ბურთის ფლობა: 63% - 37% სეივი: 1 – 6
ჰამბურგი. „იმტეხ არენა“. 56000
ჰამბურგი – ფორტუნა 2:1 (2:1)
ჰამბურგი: ადლერი, ვესტერმანი, მანსენი, აოგო, დიკმაიერი, იანსენი, ვან დერ ვარტი (რაიკოვიჩი 90), შელბრედი, ირაჩეკი, ბადელი (რინკონი 68), ჰიუნ–მინი (რუდნევი 80).
მწვრთნელი: ტორსტენ ფინკი
ფორტუნა: გიფერი, ლეველსი, ლატკა, მალეზასი (ილსე 86), ვან დენ ბერგი, ტეშე (ვორონინი 74), ბელინგჰაუზენი, ლამბერცი, ფინკი, ომაე (შაჰინი 17), რაიზინგერი.
მწვრთნელი: ნორბერტ მაიერი
გოლები: 1:0 ვან დერ ვარტი (14), 2:0 ვან დერ ვარტი (20), 2:1 შაჰინი (34)
გაფრთხილებები: დიკმაიერი (82), იანსენი (89) – ლამბერცი (18), ფინკი (27), ლეველსი (62)
კარში დარტყმა: 12 (6) – 10 (7) ჯარიმა: 21 - 19 კუთხური: 5 - 3 თამაშგარე: 3 - 2 ბურთის ფლობა: 62% - 38% სეივი: 5 – 4
ლევერკუზენი. „ბაი არენა“. 25000
ლევერკუზენი – ჰოფენჰაიმი 5:0 (2:0)
ლევერკუზენი: ლენო, კადლეცი, შვაბი, ვოლშაიდი, კარვახალი (ფრიდრიხი 82), რაინარცი, როლფესი, სემი, ბენდერი (ჰეგელერი 46), კისლინგი (მილიკი 76), შიურლე.
მწვრთნელი: სამი ჰიპია
ჰოფენჰაიმი: კასტელსი, ბეკი, დელპიერი, ჯონსონი, ვესტერგორი, პოლანსკი, სალიჰოვიჩი, რუდი (ლუდვიგი 66), ფირმინო (ხოსელუ 46), შიპლოკი (ოქსი 29), ფოლანდი.
მწვრთნელი: მარკუს გისდოლი
გოლები: 1:0 კისლინგი (16), 2:0 შიურლე (32), 3:0 კისლინგი (65), 4:0 შიურლე (69), 5:0 რაინარცი (79)
გაფრთხილება: სემი (78)
გაძევება: პოლანსკი (23)
კარში დარტყმა: 18 (8) – 4 (2) ჯარიმა: 11 - 8 კუთხური: 5 - 1 თამაშგარე: 1 - 2 ბურთის ფლობა: 58% - 42% სეივი: 2 – 2
ფრანკფურტი. „კომერცბანკ არენა“. 51500
აინტრახტი – შალკე 1:0 (1:0)
აინტრახტი: ნიკოლოვი, რუსი, სამბრანო, ჩელოცი, ოჩიპკა (ჯაკპა 54), ანდერსონი, მატმური (ლაკიჩი 83), აიგნერი (ლანიგი 87), როდე, ინუი, შტენდერა.
მწვრთნელი: არმინ ფე
შალკე: ჰილდებრანდი, ჰიოვედესი, უჩიდა, მატიპი, კოლაზინაკი, ნოიშტედტერი (ჯონსი 64), ბასტოსი (ბარნეტა 71), ჰიოგერი, დრაქსლერი, რაფაელი, მარიკა (პუკი 46).
მწვრთნელი: იენს კელერი
გოლები: 1:0 რუსი (41)
გაფრთხილებები: სამბრანო (22), როდე (70), რუსი (72) – ჰიოგერი (73), კოლაზინაკი (81), ჰიოვედესი (88)
კარში დარტყმა: 10 (4) – 9 (8) ჯარიმა: 15 - 27 კუთხური: 0 - 4 თამაშგარე: 6 - 2 ბურთის ფლობა: 47% - 53% სეივი: 8 – 2
ბრემენი. „ვეზერშტადიონი“. 42000
ვერდერი – ვოლფსბურგი 0:3 (0:2)
ვერდერი: მილიცი, ფრიცი, პრედლი (პეტერსენი 32), პაპასტატოპულოსი, ლუკიმია–მულონგოტი, სელასი, ჰანტი, იუნუზოვიჩი, ბარგფრედე (ილდირიმი 59), დე ბრეინე, არნაუტოვიჩი.
მწვრთნელი: ტომას შააფი
ვოლფსბურგი: ბენალიო, ნალდო, კიაერი (კნოხე 55), როდრიგესი, პოლაკი (მედოევიჩი 79), დიეგო, ჰასებე, ვიეირინია, ტრეში, არნოლდი (შეფერი 77), ოლიჩი.
მწვრთნელი: დიტერ ჰეკინგი
გოლები: 0:1 მაქსიმილიანი (13), 0:2 ოლიჩი (27), 0:3 დიეგო (66პ.)
გაფრთხილებები: ფრიცი (53), ბარგფრედე (57) – ტრეში (84)
კარში დარტყმა: 8 (4) – 7 (5) ჯარიმა: 17 - 16 კუთხური: 6 - 3 თამაშგარე: 4 - 3 ბურთის ფლობა: 52% - 48% სეივი: 2 – 4