ჩოგბურთი

0:14 | 22.12.2013 | ნანახია 1454 - ჯერ

ჩემპიონებს კაპიტანი დაუბრუნდათ

 იაროსლავ ნავრატილმა ჩეხეთის საჩოგბურთო ფედერაციასთან კონტრაქტი გააგრძელა და დასავლეთსლავ მამაკაცთა ნაკრებს 2015 წლამდე უკაპიტნებს. 56 წლის სპეციალისტი ჩეხთა ეროვნულ გუნდს 2006 წლიდან ხელმძღვანელობდა, 2012-ში დევისის თასი მოაგებინა, წლეულს კი ავადმყოფობის გამო პოსტი დროებით ვლადიმირ შაფარჟიკს დაუთმო. ამ უკანასკნელის მეთაურობით ჩეხებმა საჩემპიონო ტიტული (ფინალში სერბებს 3:2 სძლიეს) შეინარჩუნეს.

“კონტრაქტზე ხელმოწერამდე ტომაშ ბერდიხსა და რადეკ შტეპანეკს მოვეთათბირე და გადაწყვეტილება მხოლოდ ამის შემდეგ მივიღე”, - განუცხადა ჟურნალისტებს ნავრატილმა. ისიც გაცხადდა, რომ ბერდიხი და შტეპანეკი დევისის თასის მორიგ გათამაშებაშიც დაიცავენ ჩეხეთის საჩოგბურთო ღირსებას. ბოლო 2 წლის განმავლობაში სწორედ ამ მოთამაშეებმა შეიტანეს ძირითადი წვლილი ჩეხთა ტრიუმფში, ორივეჯერ კი გადამწყვეტი ქულა თავის გუნდს შტეპანეკმა მოუპოვა.

დევისის თასის 2014 წლის გათამაშების პირველ ეტაპზე ჩეხები ჰოლანდიელებს შეხვდებიან. 


კომენტარები (0)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

0.066875