ჭადრაკი

21:09 | 19.02.2014 | ნანახია [] - ჯერ

ჩემპიონატს ნაკრების წევრები ლიდერობენ

ვერის ბაღში მდებარე ჭადრაკის სასახლეში მიმდინარე საქართველოს ქალ მოჭადრაკეთა 71-ე ეროვნული ჩემპიონატის მეორე ტურის პარტიები დასრულდა. ასპარეზობა იმდენად დაძაბულად მიმდინარეობს, რომ რამდენიმე შეხვედრის ხანგრძლივობამ 5 საათს გადააჭარბა. მეორე ტურში დიდ ინტერესს იწვევდა შეხვედრა ეროვნული ნაკრების წევრების მერი არაბიძისა და ლელა ჯავახიშვილის მონაწილეობით. შავებით მოთამაშე გამოცდილმა ჯავახიშვილმა შეძლო ახალგაზრდა არაბიძის დამარცხება და მიმდინარე ჩემპიონატში ზედიზედ მეორე გამარჯვება მოიპოვა. ასევე მოიგო ეროვნული ნაკრების კიდევ ერთმა წევრმა ბელა ხოტენაშვილმა, რომელმაც თეთრებით აუტსაიდერ ინგა ხურცილავას მოუგო. ამრიგად, ორი ტურის შემდეგ ასპარეზობას ეროვნული ნაკრების წევრები ჯავახიშვილი და ხოტენაშვილი ლიდერობენ. ლიდერებს ნახევარი ქულით ჩამორჩებიან ქვეყნის მოქმედი ჩემპიონი, ეროვნული ნაკრების კიდევ ერთი წევრი ნინო ხურციძე და სოფიკო გურამიშვილი.

გთავაზობთ მეორე ტურის შეხვედრათა ტექნიკურ შედეგებს:

მერი არაბიძე - ლელა ჯავახიშვილი 0:1

ბელა ხოტენაშვილი - ინგა ხურცილავა 1:0

ნანი უნაფქოშვილი - ანა კუჭავა 0.5:0.5

ნინო ხურციძე - სოფიკო ნიკოლაძე 1:0

ნინო ბაციაშვილი - სოფიკო გურამიშვილი 0:1

ნინო ხომერიკი - სოფიო გვეტაძე 0.5:0.5

მესამე ტურის შეხვედრათა განრიგი

გვეტაძე - არაბიძე

გურამიშვილი - ხომერიკი

ნიკოლაძე - ბაციაშვილი

კუჭავა - ხურციძე

ხურცილავა - უნაფქოშვილი

ჯავახიშვილი - ხოტენაშვილი

სატურნირო მდგომარეობა ისე მოეწყო, რომ მესამე ტურში ლიდერები ერთმანეთს დაუპირისპირდნენ. აღნიშნული შეხვედრა, რა თქმა უნდა, ტურის ცენტრალურია და გამორჩეულ ინტერესს იწვევს.

სატურნირო მდგომარეობა ორი ტურის შემდეგ

ჯავახიშვილი, ხოტენაშვილი - 2-2

ხურციძე, გურამიშვილი - 1.5-1.5

უნაფქოშვილი, არაბიძე, გვეტაძე - 1-1

ბაციაშვილი, ხომერიკი, ნიკოლაძე, კუჭავა - 0.5-0.5

ხურცილავა - 0

0.125781