ფეხბურთი

23:20 | 11.08.2013 | ნანახია [] - ჯერ

ჩემპიონატის საზეიმო გახსნა, წარუმატებელი მატჩით

25-ე საიუბილეო ეროვნული საფეხბურთო ჩემპიონატი, როგორც ყველგან, ზუგდიდშიც ტრადიციულად ეროვნული ჰიმნის თანხლებითა და ეროვნული დროშის აღმართვით გაიხსნა, თუმცა ზუგდიდელებმა მანამდე გულშემატკვირებს საზეიმო განწყობა შეუქმნეს და მათ საკონცერტო ნომრებიც შესთავაზეს. მასპინძლებს ზეიმამდე არც აგვისტოს მოვლენები დავიწყებიათ და რუსული აგრესიის შედეგად დაღუპულებს წუთიერი დუმილით პატივი კიდევ ერთხელ მიაგეს.

მატჩი სტუმართა აქტიურობით დაიწყო და იმერლებმა პირველივე წუთებიდანვე „უჩხვლიტეს“ მეტოქეს, თუმცა საქმე რეალურ მომენტამდე არ მისულა. სწრაფი გოლის გატანა საჩხერელებმა მაინც შესძლეს და მე-12 წუთზე მასპინძელთა კარის მიმართულებით დანიშნული ჯარიმა მათ  გოლად აქციეს. ოდიკაძემ ბურთი გაბედავას დაუგორა, ექსზუგდიდელმა კი კარში გაგზავნა, იქ ყველას ჭელიძემ დაასწრო და თავური დარტყმით ანგარიში გახსნა - 0:1. მანამდე ოდიკაძეს ხელსაყრელი მომენტი ჰქონდა, თუმცა მას მამალაძემ აჯობა.

ამის შემდეგ მოსალოდნელიც იყო ზუგდიდელთა გააქტიურება და მოედნის ცენტრი მთლიანად მასპინძლებმა დაიკავეს, ერთ-ერთი მათი შეტევა გუგუჩიას  გოლითაც დასრულდა, მაგრამ გუგუჩიაზე მთავარმა არბიტრმა თამაშგარე დააფიქსირა. ამის შემდეგაც მასპინძლები უტევდნენ და ტაიმის შუაწელს სომხიშვილმა, გუგუჩიას სტანდარტულიდან ძლიერად დარტყმული ბურთი კუთხურზე მოიგერია.

რაც შეეხება თამაშს - ნელი ტემპი არც პირველ ნახევარში ეთქმოდა, მაგრამ მეორე ტაიმში უფრო სწრაფი და საინტერესო ფეხბურთი ვიხილეთ. პირველი ტაიმის მიწურულს კი სომხიშვილმა ზედიზედ ორჯერ იხსნა საკუთარი გუნდი გოლისგან, როცა მაკარ აქუბარდიას თავური მოიგერია, რის შემდეგაც იმავე აქუბარდიას ახლო მანძილიდან დარტყმული ბურთი გაანეიტრალა.

თამაშს ინტრიგა მეორე ნახევარში ეხვაიას სწრაფმა გოლმა შესძინა. ზუგდიდელ

ფორვარდს ბურთი გუგუჩიას ჯარიმის შემდეგ სომხიშვილთან ახლოში მიუვიდა და

მანაც შანსი ხელიდან არ გაუშვა - 1:1. ამ გოლს სტუმართა მხრიდან პროტესტიც მოჰყვა,

ისინი თვლიდნენ, რომ ეხვაიას ბურთი ხელზე შეეხო, თუმცა არბიტრს წესის დარღვევა

არ დაუფიქსირებია.

ამ გოლიდან ცოტა ხანში ზუგდიდი გადაურჩა აშკარა გოლს, როცა წინამძღვრიშვილმა

ახლო მანძილიდან ასპროცენტიანი მომენტი ვერ გამოიყენა, მას აქუბარდია გადაეღობა

და სიტუაცია განმუხტა.

წინამძღვრიშვილმა შეცდომა თამაშის ბოლოს მაინც გამოასწორა, როცა მასპინძლებს

მესამე გოლი გაუტანა, მანამდე კი შეცვლაზე შემოსულმა ტატანაშვილმა გადაწყვიტა

მატჩის ბედი, როცა თავური დარტყმით 79-ე წუთზე „ჩიხურა“ კვლავ დააწინაურა - 1:2.

მასპინძლებისგან მოსალოდნელიც კი იყო, რომ მათ შეხვედრის მეორე ნახევარში

ფიზიკურად ძალიან გაუჭირდებოდათ, ვინაიდან გუნდს სრულფასოვანი შეკრება არ

გაუვლია და წაგების ერთ-ერთი მთავარი მიზეზი ამანაც განაპირობა. შეხვედრა კი

იმერლებმა 3:1 მოიგეს და პირველი 3 ქულა ჩაიწერეს აქტივში.

კობა წიტაიშვილი (ზუგდიდი): „მინდა ეროვნული ჩემპიონატის დაწყება მივულოცო ქართული ფეხბურთის მოყვარულებს და მთლინად ქართულ ფეხბურთს ვუსურვო აღმავლობა.

დღევანდელ შეხვედრაში, იმ რეალობიდან გამომდინარე რაც ჩვენს გუნდშია, ბიჭებმა მაქსიმუმი გააკეთეს და ფიზიკურად ვერ გავძელით ბოლომდე. თუმცა ეს არ იყო რეალური ძალა, რაც ჩვენს გუნდს გააჩნია. მარტივად და უბრალოდ არავის არაფერს დავუთმობთ“.

სოსო ფრუიძე (ჩიხურა): „შედეგით კმაყოფილი ვარ და ჩემი ფეხბურთელების მიმართ მადლიერი ვარ, მაგრამ ისიც უნდა აღვნიშნო, რომ ძალიან ბევრი მარტივი შეცდომებიც დავუშვით, რაც აუცილებლად უნდა გამოვასწოროთ. ზუგდიდში საერთოდ ყველას უჭირს თამაში, მაგრამ იმ ფონიდან გამომდინარე, რა პრობლემებიც მეტოქე გუნდს აქვს დღეისათვის, ასეთ წინააღმდეგობას ნამდვილად არ ველოდი“.

 

ზუგდიდი - ჩიხურა (საჩხერე) 1:3 (1:0)

11 აგვისტო. ზუგდიდი, „განმუხური“.

ზუგდიდი: მამალაძე, აქუბარდია, კანკია (რიგვავა 64), ხუბუა, აფაქიძე, კ. ახალაია, წურწუმია, ჭრელაშვილი (კუკავა 46), სიხარულია, გუგუჩია (პაჭკორია 82), ეხვაია

მწვრთნელები: ბადრი თუთბერიძე, კობა წიტაიშვილი

ჩიხურა: სომხიშვილი, ჭელიძე, ქიმაძე (ლომაშვილი 61), გაბედავა (დეკანოიძე 61), წინამძღვრიშვილი, ჩიკვაიძე, დათუნაიშვილი (ტატანაშვილი 75), ბეჭვაია, კაშია, ოდიკაძე, რეხვიაშვილი

მწვრთნელი: სოსო ფრუიძე

გოლებ: 1:0 ჭელიძე (12), 1:1 ეხვაია (51), 1:2 ტატანაშვილი (79), 1:3 წინამძღვრიშვილი (90)

გაფრთხილება: ჭელიძე (47), სომხიშვილი (71), წურწუმია (71), გუგუჩია (79)

მსაჯი: გ. კიკაჩეიშვილი

 

I ტური

სიონი (ბოლნისი) – დილა (გორი) 1:2 (1:1)

გოლები: 1:0 ლაშა თოთაძე (11), 1:1, 1:2 გრიგოლ დოლიძე (39, 77)

 

დინამო (თბილისი) – ზესტაფონი 2:1 (1:0)

გოლი: 1:0 გიორგი მერებაშვილი (27), 1:1 ირაკლი ქობალია (47), 2:1 ჩისკო (90+3)

1 ვიტ ჯორჯია 1 1 0 0 3:0 3
2 ჩიხურა 1 1 0 0 3:1 3
3 დინამო (თბ) 1 1 0 0 2:1 3
4 დილა              
1 1 0 0 2:1 3
5 მერანი 1 1 0 0 2:1 3
6 მეტალურგი 1 0 1 0 1:1 1
7 ტორპედო 1 0 1 0 1:1 1
8 ზესტაფონი 1 0 0 1 1:2 0
9 სიონი 1 0 0 1 1:2 0
10 სპარტაკი 
1 0 0 1 1:2 0
11 ზუგდიდი 1 0 0 1 1:3 0
12 გურია 1 0 0 1 0:3 0

 

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.141863