ფეხბურთი

13:59 | 4.06.2014 | ნანახია [] - ჯერ

“ჩელსის” შვარცერის დატოვება სურს

ლონდონის “ჩელსის” ხელმძღვანელობას ვეტერან მეკარე მარკ შვარცერთან კონტრაქტის გახანგრძლივება სურს. ბრიტანული მედიის ცნობით, “სტემფორდ ბრიჯზე” დარჩენის წინააღმდეგი არც თავად 41 წლის ამერიკელია.

“ჩელსის” ხელმძღვანელობისგან შეტყობინება მივიღე და ვიცი, რომ ჩემთან კონტრაქტის გახანგრძლივება სურთ. ჩემთვის ამის ცოდნაც საკმარისია, სხვა დეტალები კი, არ მაინტერესებს. დარწმუნებული ვარ, გარიგება უახლოეს ორ კვირაში შედგება. ევროპაში თამაში მომავალშიც მსურს. “ჩელსიში” დარჩენის შანსი თუ მექნება, აუცილებლად გამოვიყენებ, რადგან აქ თამაში დიდი გამოცდილებაა”, - განუცხადა შვარცერმა “სკაი სპორტსს”.

ცნობისათვის, გასულ სეზონში, შვარცერმა ლონდონელთა მაისურით 4 მატჩი ჩაატარა.

 

0.115564