ლონდონის “ჩელსის” “დორტმუნდის” ფორვარდის – პიერ-ემერიკ ობამეიანგის შეძენა სურს. ამის შესახებ გერმანული გამოცემები იუწყებიან.
მოგეხსენებათ, დორტმუნდელებმა მიმდინარე სატრანსფერო სეზონში უკვე ორი ფორვარდი – ჩირო იმობილე და ადრიან რამოსი შეიძინეს. დორტმუნდელთა თავკაცი იურგენ კლოპი გაბონელი თავდამსხმელის გასასხვისებლად მზადაა.
რამდენადაც ცნობილია, ობამეიანგისადმი ყველაზე დიდ ინტერესს ლონდონის “ჩელსი” იჩენს.