ლონდონის “ჩელსის” მადრიდის “ატლეტიკოს” მარცხენაფლანგელის – ფელიპე ლუისის შეძენა სურს. მადრიდული მედიის ცნობით, “სტემფორდ ბრიჯზე” გადაბარგების წინააღმდეგი არც თავად 28 წლის ბრაზილიელია.
თავის მხრივ, “ატლეტიკოს” ფელიპე ლუისის დათმობა არ სურს და მცველს კონტრაქტის გახანგრძლივებას სთავაზობს. ბრაზილიელს “ჩელსიში” თამაშის პერსპექტივა ხიბლავს და მადრიდელებთან თანამშრომლობის გაგრძელებას არ ჩქარობს.
ფელიპე ლუისის კონტრაქტის გამოსასყიდი თანხა 30 მილიონი ევროა და “ჩელსი” მის გადასახდელად მზადაა.