ფეხბურთი

13:13 | 3.01.2014 | ნანახია [] - ჯერ

“ჩელსიმ” ტრაორე “ვიტესში” გაანათხოვრა

ლონდონის “ჩელსისა” და ბურკინა-ფასოს ნაკრების 18 წლის თავდამსხმელი ბერტრან ტრაორე კარიერას არნემის “ვიტესში” გააგრძელებს. ჰოლანდიური კლუბის პრეს-სამსახურის ცნობით, ტრაორე “ჩელსის” მიერ “ვიტესში” იჯარით გაშვებული მეშვიდე მოთამაშეა, სემ ჰათჩინსონის, ლუკას პიაზონის, კრისტიან ატსუს, გაელ კაკუტას, კრისტიან კუევასისა და პატრიკ ვან ანჰოლტის შემდეგ.

ბეტრან ტრაორე, რომელმაც ბურკინა-ფასოს ნაკრებში პირველი მატჩი ჯერ კიდევ 15 წლისამ ჩაატარა, “ჩელსისთან” 4,5-წლიანი კონტრაქტი ორიოდ დღის წინ გააფორმა.

0.12086