ლონდონის “ჩელსის” მთავარი მწვრთნელი ჟოზე მოურინიო აცხადებს, რომ მისმა გუნდმა, მიმდინარე სატრანსფერო ფანჯრის დროს, აქტიურობა დაასრულა.
“თუ რამე მოულოდნელი და გაუთვალისწინებელი არ მოხდა, “ჩელსი” სატრანსფერო ფანჯრის დახურვამდე არ იაქტიურებს.” – აცხადებს მოურინიო, რომელიც კომენტარს ტიბო კურტუას დიეგო კოსტაში შესაძლო გაცვლის შესახებაც აკეთებს – “კურტუა “ჩელსის” ფეხბურთელია, ხოლო კოსტას შესახებ ვერაფერს გეტყვით.”
მიმდინარე სატრანსფერო ფანჯრის დროს, “ჩელსიმ” “ბენფიკადან” ნემანია მატიჩი, ხოლო “ბაზელიდან” მოჰამედ სალაჰი დაიმატა. ლონდონური კლუბი ვენ დე ბრუინემ, ხუან მატამ და მიკაელ ესიენმა დატოვეს.