ფეხბურთი

20:16 | 19.05.2013 | ნანახია [] - ჯერ

“ჩელსიმ” ტორესი 30 მილიონად შეაფასა

ლონდონის “ჩელსი” ფერნანდო ტორესის გასაყიდად მზადაა, მაგრამ ესპანელის იაფად დათმობას არ გეგმავს. The Sun-ის ცნობით, “არისტოკრატები” “ფურია როხას” ფორვარდს 30 მილიონი გირვანქა სტერლინგის სანაცვლოდ შეელევიან.

ლონდონელები შეტევის ხაზის გაძლიერებას ტოპ-კლასის თავდამსხმელით გეგმავენ და ფინანსებიც ამისთვის სჭირდებათ. “ჩელსის” “ლევერკუზენელი” ანდრე შიურლესა და “ნაპოლის” ფორვარდის – ედინსონ კავანის გადაბირება სურს. აღნიშნულ ტრანსფერებზე ლონდონელები 70 მილიონი გირვანქა სტერლინგის დახარჯვას გეგმავენ.

ცნობისათვის, ტორესის გადაბირება მადრიდის “ატლეტიკოს” სურს.

 

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.121522