ზაფხულის სატრანსფერო სეზონში, ლონდონის “ჩელსი” შეტევის წინა ხაზში ცვლილებებს გეგმავს. “დეილი მეილის” ცნობით, თუკი “არისტოკრატები” მადრიდის “ატლეტიკოს” ფორვარდ დიეგო კოსტას შეიძენენ, რომელუ ლუკაკუს ლონდონის “ტოტენჰემში” გაასხვისებენ.
მოგეხსენებათ, ლუკაკუ იჯარით “ევერტონში” თამაშობს და სეზონის ბოლოს “სტემფორდ ბრიჯს” უბრუნდება. “ჩელსი” მზადაა, ბელგიელი “ტოტენჰემში” 20 მილიონ გირვანქა სტერლინგად გაყიდოს. ეს იმ შემთხვევაში მოხდება, თუ ჟოზე მოურინიოს გუნდში დიეგო კოსტა გადავა.
თავის მხრივ, “ატლეტიკო” თავის ლიდერს 31.5 მილიონ გირვანქა სტერლინგად აფასებს.