ფეხბურთი

17:23 | 17.07.2013 | ნანახია [] - ჯერ

“ჩელსიმ” რუნით დაინტერესება დაადასტურა

“ჩელსი” ადასტურებს, რომ ლონდონური კლუბი “მანჩესტერ იუნაიტედის” თავდამსხმელის, უეინ რუნის შეძენითაა დაინტერესებული, თუმცა “არისტოკრატების” განცხადებით, ინგლისელი შემტევის სანაცვლოდ ისინი რომელიმე ფეხბურთელის შეთავაზებას არ აპირებენ.

“ვადასტურებთ, რომ გუშინ, “მანჩესტერ იუნაიტედს”, უეინ რუნის ტრანსფერთან დაკავშირებით, წერილობით მივმართეთ. სხვადასხვა ჭორების გავრცელების თავიდან ასაცილებლად, ვაცხადებთ, რომ რუნის სანაცვლოდ “მანჩესტერისთვის” არცერთი ფეხბურთელი არ შეგვითავაზები.” – ვკითხულობთ “ჩელსის” განცხადებაში.

აქამდე გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, “ჩელსი” მზადაა, რუნის სანაცვლოდ, “მანჩესტერს” ხუან მატა ან დავიდ ლუისი შესთავაზოს.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.117121