ფეხბურთი

19:47 | 31.01.2014 | ნანახია [] - ჯერ

“ჩელსიმ” კურტ ზუმა იყიდა და სეზონის ბოლომდე “სენტ ეტიენში” დატოვა

“ჩელსის” ოფიციალური ვებგვერდის ცნობით, ლონდონელებმა “სენტ ეტიენის” 19 წლის ცენტრალური მცველი კურტ ზუმა იყიდეს და ის სეზონის ბოლომდე ფრანგულ კლუბში გაანათხოვრეს.

ახალგაზრდა ფრანგმა უკანახაზელმა, “ჩელსისთან” კონტრაქტი 2019 წლამდე გააფორმა. მიმდინარე სეზონში, ის კვლავ “სენტ ეტიენში” ითამაშებს, ხოლო “არისტოკრატებს” ზაფხულში შეუერთდება.

კურტ ზუმა “სენტ ეტიენის” აღზრდილია. საფრანგეთის ჩემპიონატში მას 51-ჯერ უთამაშია, აქედან 12-ჯერ მიმდინარე სეზონში.

0.12778