ფეხბურთი

19:37 | 31.10.2013 | ნანახია [] - ჯერ

“ჩელსიმ” კონტრაქტი ახალგაზრდა ბურკინაფასოელს გაუფორმა

ლონდონის “ჩელსიმ” კონტრაქტი ბურკინა-ფასოს ფეხბურთელთა ეროვნული გუნდის ნახევარმცველ ბერტრან ტრაორესთან გააფორმა.

ლონდონური კლუბის ოფიციალური ვებგვერდის ინფორმაციით, 18 წლის მოთამაშემ “ჩელსისთან” ოთხწელიწადნახევრიანი ხელშეკრულება დადო.

ტრაორეს ბურკინა-ფასოს ნაკრებში 10 მატჩი ჩაუტარებია და ერთი გოლი მიითვალა. ის “ჩელსის” ზაფხულში აზიურ ტურნეზე ახლდა, სადაც თავი საუკეთესოდ წარმოაჩინა. შედეგად, ლონდონელებთან კონტრაქტიც დაიმსახურა.

0.112374