ლონდონის “ჩელსის” ხელმძღვანელობა “ნაპოლის” ფორვარდ გონსალო იგუაინის ხელში ჩაგდების იმედს არ კარგავს. ნეაპოლური კლუბის დამრიგებლის რაფაელ ბენიტესის კატეგორიული უარის მიუხედავად, “არისტოკრასტები” უკან დახევას მაინც არ აპირებენ და ბრიტანული პრესის ცნობით, ახალი შეთავაზებაც გაუმზადებიათ – 50 მილიონი ევრო და ზედ დამატებული დავიდ ლუისი.
გონსალო იგუაინი “ნაპოლიში” წლეულს, ზაფხულში “რეალიდან” გადავიდა. მას შემდეგ, იტალიის ჩემპიონატში 16 შეხვედრა ჩაატარა და 9 გოლი გაიტანა. ჩემპიონთა ლიგის 6 მატჩში კი 4-ჯერ აიღო მეტოქის კარი.