ფეხბურთი

13:50 | 15.01.2014 | ნანახია [] - ჯერ

“ჩელსიმ” დავიდ ლუისი 35 მილიონად შეაფასა

ზაფხულის სატრანსფერო სეზონში, ლონდონის “ჩელსი” დავიდ ლუისის გაყიდვის წინააღმდეგი არ იქნება. Marca-ს ცნობით, “არისტოკრატები” 26 წლის ბრაზილიელს 35 მილიონი ევროს სანაცვლოდ შეელევიან.

მოგეხსენებათ, კატალონიის “ბარსელონა” ლუისის ხელში ჩაგდებას ზაფხულიდან ცდილობს, მაგრამ არ გამოსდის. კატალონიელები უკანახაზელში 25 მილიონ ევროს იხდიდნენ, მაგრამ ლონდონელებმა ფეხბურთელი ამ ფასად არ დათმეს.

იანვრის სატრანსფერო სეზონის პირველ რიცხვებში, “ბარსელონამ” დავიდ ლუისის შეძენა კიდევ ერთხელ სცადა, მაგრამ პასუხად კვლავ უარი მიიღო. “ჩელსის” ხელმძღვანელობას ბრაზილიელის შენარჩუნება სეზონის ბოლომდე სურს, შემდეგ კი, სატრანსფერო შემოთავაზებებს განიხილავს.

ცნობისათვის, ინგლისის პრემიერლიგის მიმდინარე გათამაშებაში, დავიდ ლუისი მოედანზე 10-ჯერ გავიდა.

 

0.126676