ლონდონის “ჩელსი” დავიდ ლუისის გასაყიდად მზადაა, მაგრამ მცველის სანაცვლოდ იმაზე მეტ თანხას ითხოვს, ვიდრე კატალონიის “ბარსელონა” სთავაზობს. ლონდონური წყაროების ინფორმაცით, “არისტოკრატებს” ბრაზილიელის გაყიდვა, სულ ცოტა, 30 მილიონ გირვანქა სტერლინგად სურთ.
მოგეხსენებათ, “ბარსელონაში” დავიდ ლუისს კარლეს პუიოლის შემცვლელად განიხილავენ. კატალონიელები სამხრეთამერიკელ უკანახაზელში 25 მილიონ გირვანქა სტერლინგს იხდიან.
ცნობისათვის, დავიდ ლუისს “ჩელსისთან” კონტრაქტი 2017 წელს ეწურება.