ფეხბურთი

1:20 | 24.05.2014 | ნანახია [] - ჯერ

“ჩელსიმ” და პსჟ-მ დავიდ ლუიზის ტრანსფერი დაადასტურეს

27 წლის ბრაზილიელი ცენტრალური მცველი დავიდ ლუიზი კარიერას “პარი სენ ჟერმენში” განაგრძობს. ამ ინფორმაციას როგორც პარიზული გუნდი, ასევე “ჩელსი” ადასტურებს.

“ჩელსისა” და პსჟ-ს ოფიციალური ვებგვერდების მიერ გავრცელებული ინფორმაციით, კლუბები ფეხბურთელის ტრანსფერზე უკვე შეთანხმდნენ. ახლა საჭიროა, ლუიზი პსჟ-ს მოურიგდეს და სამედიცინო შემოწმება გაიაროს.

გარიგების ფინანსური დეტალები ოფიციალურ დონეზე არ ხმაურდება. ინგლისური პრესის ცნობით, ფრანგულმა კლუბმა “ჩელსის” 50 მილიონი ფუნტი გადაუხადა.

დავიდ ლუიზი “ჩელსიში” 2011 წელს, “ბენფიკადან” გადავიდა. ლონდონური გუნდის მაისურით მან 143 თამაში ჩაატარა და 12 გოლი გაიტანა.

0.114289