ფეხბურთი

19:45 | 2.01.2014 | ნანახია [] - ჯერ

“ჩელსიმ” ბურკინა-ფასოს ნაკრების ფეხბურთელი დაიმატა

ლონდონის “ჩელსიმ” ბურკინა-ფასოს ფეხბურთელთა ეროვნული ნაკრების ნახევარმცველი ბერტრან ტრაორე დაიმატა. ამის შესახებ “ჩელსის” ოფიციალური ვებგვერდი იუწყება.

ტრაორემ ლონდონელებთან ოთხწელიწადნახევრიანი კონტრაქტი გააფორმა, რომელიც  ძალაში პირველ იანვარს, სატრანსფერო ფანჯრის გახსნის შემდეგ შევიდა.

გასული წლის ზაფხულში, ახალგაზრდა ფეხბურთელი “ჩელსისთან” ერთად აზიურ ტურნეში იმყოფებოდა და მალაიზიისა და ინდონეზიის ნაკრებებთან მატჩებში გოლებიც გაიტანა. ლონდონურ კლუბში მისი ჩარიცხვა სწორედ ამის შემდეგ გადაწყდა.

ტრაორეს ეროვნულ გუნდში დებიუტი 2011 წლის სექტემბერში ჰქონდა და მაშინ 16 წლისაც არ იყო. საერთო ჯამში, მან ბურკინა-ფასოს ნაკრებში 11 მატჩი ჩაატარა და ერთი გოლი გაიტანა. 

0.128193