ფეხბურთი

12:39 | 25.04.2013 | ნანახია 3412 - ჯერ

“ჩელსი” ზედიზედ მე-2 ევროტიტულს უმიზნებს

 

ჩემპიონთა ლიგაზე, გერმანული გუნდების მიერ ესპანური გრანდებისთვის შეურაცხყოფის მიყენების შემდეგ, ევროპის ლიგის ჯერი დგება. კონტინენტის პრესტიჟით მე-2 საკლუბო ტურნირზე ჩემპიონთა ლიგის მსგავს სცენარს ვერ ვიხილავთ, რადგან აქ გერმანული და ესპანური გუნდები არ თამაშობენ და გარდა ამისა, 4 გუნდი ოთხ სხვადასხვა ქვეყანას წარმოადგენს.

გათამაშების უმთავრესი ფავორიტი ჩემპიონთა ლიგის ჯერ კიდევ მოქმედი გამარჯვებული ლონდონის “ჩელსია”. “არისტოკრატებს” წილისყრამ “ბაზელი” არგუნა. პირველი თამაში შვეიცარიაში გაიმართება. მასპინძლები, დიდი ალბათობით, სრული შემადგენლობით ითამაშებენ. მცირე ტრავმა აქვს ფილიპ დეგენს, მაგრამ მას მაინც ძირითად შემადგენლობაში უნდა ველოდეთ. “ჩელსის” პრობლემები კვლავ დაცვის მარცხენა ფლანგზე აქვს. ტრავმირებული ეშლი კოული გუნდს შვეიცარიაში კი გაჰყვა, მაგრამ ძირითად შემადგენლობაში თამაშის მეტი შანსი მაინც რაიან ბერტრანდს აქვს. მცირე ტრავმა აწუხებს გარი კეჰილსაც, მაგრამ სავარაუედოდ, ის თამაშამდე სრულად გამოჯანმრთელებას მოასწრებს. გადაჭრით იმის თქმა შეიძლება, რომ “ჩელსის” ორიოლ რომეუ და დემბა ბა ვერ დაეხმარებიან. პირველი მათგანი ტრავმრებულია, ხოლო მეორეს ევროპის ლიგაზე თამაშის უფლება არ აქვს.

დღეს სტუმრად მოთამაშე გუნდი უნდა მივიჩნიოთ ფავორიტად მე-2 წყვილშიც. ევროპის ლიგის მიმდინარე გათამაშებაში, “ბენფიკა” ძალზე კარგად თამაშობს და პორტუაგლიელებს ფინალში გასვლის მეტოქეზე მეტი შანსიც აქვთ, მაგრამ იმის გათვალისწინებით, რომ დღევანდელი თამაში თურქეთში გაიმართება, კონკრეტულად ამ თამაშში, “ფენერბაჰჩე” უშანსოდ ნამდვილად არაა.

დანაკლისი ორივე გუნდს აქვს. დისკვალიფიკაციის გამო, მასპინძლებს ჯანერ ერქინი, ხოლო სტუმრებს ენცო პერესი და ალმეიდა ვერ დაეხმარებიანნ “ფენერბაჰჩეს” რიგებში, ევროპის ლიგაზე თამაშის უფლება არ აქვს ემრე ბელუზოღლუს.

“ფენერბაჰჩე” და “ბენფიკა” ერთმანეთს აქამდეც შეხვედრიან. 1975 წელს, ჩემპიონთა თასის პირველ ეტაპზე, პორტუგალიელებმა თურქეთში 0:1 კი წააგეს, მაგრამ პირველი თამაში მათ 7:0 ჰქონდათ მოგებული.

 

ბაზელი-ჩელსი

  • ევროპის ლიგაზე, სტანდარტული მდგომარეობის შემდეგ, ყველაზე მეტი, 7 გოლი “ბაზელს” აქვს გატანილი;
  • ევროპის ლიგაზე ჩატარებულ ბოლო 3 თამაშში ფერნანდო ტორესმა 4 გოლი გაიტანა;
  • ევროტურნირებზე ჩატარებული ბოლო 5 გასვლითი თამაშიდან “ჩელსიმ” 4 წააგო;
  • “ჩელსის” შანსი აქვს გახდეს პირველი გუნდი, რომელიც ჩემპიონთა თასის მოგების შემდეგ, მომდევნო სეზონში, უეფას თასს მოიგებს.

სავარაუდო შემადგენლობები

ბაზელი (4-4-2): სომერი, შტაინჰიოფერი, დეგანი, დრაგოვიჩი, შარი, სალაჰი, კაბრალი, ფ. ფრაი, შტოკერი, შტრელერი, ბობადილა.

ჩელსი (4-5-1): ჩეხი, ასპილიკუეტა, ტერი, კეჰილი, ბერტრანდი, მოზესი, ლემპარდი, რამირესი, ოსკარი, მატა, ტორესი.

მსაჯი: პაველ კრალოვეცი (ჩეხეთი).

 

ფენერბაჰჩე-ბენფიკა

  • “ფენერბაჰჩე” ევროტურნირის ნახევარფინალში პირველად ითამაშებს;
  • “ბენფიკა” ერთადერთი გუნდია, რომელსაც ევროპის ლიგის მიმდინარე გათამაშებაში წაგება არ აქვს. ჩემპიონთა ლიგიდიან ამ ტურნირზე გადმოსვლის შემდეგ, პორტუგალიელებმა 5 თამაში მოიგეს და 1 ფრედ დაასრულეს;

სავარაუდო შემადგენლობები

ფერნებაჰჩე (4-3-2-1): ვოლკანი, გონული, იობო, კორკმაზი, ციგლერი, მეირელეში, შაჰინი, ბარონი, კუიტი, ერკინი, ვებო.

ბენფიკა (4-2-3-1): არტური, პერეირა, ლუიზაო, გარაი, მელგარეხო, მატიჩი, პერესი, სალვიო, ლიმა, გაიტანი, კარდოსო.

მსაჯი: მილორად მაზიჩი (სერბეთი).


კომენტარები (11)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

11:54 | 28.04.2013
muxransk (8)

ჩელსი ევროპის ლიგას მოიგებს და სუპერ თასსაც მიაყოლებს დედას უტირებს

00:57 | 27.04.2013
TMPRO (102)

trophymanager.com/?c=2639151 ონლაინ საფეხბურთო მენეჯერი. შექმენით საფეხბურთ გუნდი მიიღეთ მონაწილეობა ტურნირებში გაიმარჯვეთ და მოიგეთ პრიზები.

14:16 | 25.04.2013
babubabu (17085)

იმედია ჩელსი მოიგებს

12:57 | 25.04.2013
MAXSIMUS-Z1 (7221)

ბენფიკა იგებს ევროპა ლიგას!!!

12:37 | 25.04.2013
arsenal-14 (2185)

მოიგებს ჩელსი ევროპის ლიგას, და ფენერი კიდე ბაზელს გამოაგდებს ასე მგონია

13:32 | 25.04.2013
In vino veritas (2107)

ვინ ვის გამოაგდებსო? )))

12:00 | 25.04.2013
Soso Mkalavishvili (1)

მართალიააა ჩელსი ჩემპიონიაააააააააააააა დააააააა ყველაზე ყველაზე მაგარი გუნდიც არიიის საერთოდ ფაქტიააა რო პრემიერლიგა ყველაზე დონე ჩემპიონატიაააა

11:41 | 25.04.2013
mata (291)

ჩელსი ჩემპიონია და ამას წინ ვერავინ დაუდგება!!!

11:16 | 25.04.2013
dzvalski (117)

stripslashes((strlen('https://www.facebook.com/PexburtisPrognozebi')>0?'https://www.facebook.com/PexburtisPrognozebi':'https://www.facebook.com/PexburtisPrognozebi')) like da pexburtis sauketeso prognozebi upasod gvewviet

11:09 | 25.04.2013
GreeNsTreet (6426)

ბაიერნმა ფინალში მოგოს ჯერ.. კლოპის დორტმუნდი კიდევ ერთხელ დააჭერინებს იმედია როგორც შარშან და შარშან წინ

11:04 | 25.04.2013
linkin-park (3179)

ჩელსის მოგება იმიტო მინდა რო სუპერთასზე მერე აბაროტი აუღოს ბაიერნმა თორე ისე ბაზელს ვბალეშიკობ

11:40 | 25.04.2013
mata (291)

რავიცი აბა ჯერ დორტმუნდს მოუგებს თუ არა ბაიერნი ესაა საკითხავი
და მეორეც რაღაც ძაან მეეჭვება ჩელსის სტილსაც იგივენაირად კარგად გაუმკლავდეს. (თავში ნუ აუვარდება ბაიერნს თორე დაიჭერს კიდე ჩეხის Y**ეს

10:37 | 25.04.2013
mia san mia (60)

არ დაგავიწყდეთ იტალიაში მაყურებლების მაგივრად გაკრული პლაკატები სტადიონზეეე )))))))))))

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.168186
სარეკლამო ადგილი - 99
X x X