ბრიტანული მედიის ცნობით, ლონდონის "ჩელსი" ზაფხულის სატრანსფერო პერიოდში მადრიდის "რეალის" და კიევის "დინამოს" ნახევარმცველების, სამი ხედირას და ანდრეი იარმოლენკოს გადაბირებას შეეცდება.
გერმანელი ნახევარმცველით ლონდონის "არსენალიცაა" დაინტერესებული და ფეხბურთელისთვის 16 მილიონი გირვანქა უკვე გამოყვეს.
როგორც ცნობილი გახდა, თავად ჟოზე მოურინიოს სურს ხედირას კლუბში ხილვა. ჯერჯერობით უცნობია, თუ რამდენს შესთავაზებენ "არისტოკრატები" "სამეფო" კლუბს.
რაც შეეხება უკრაინელ იარმოლენკოს, კიევის "დინამო" გასულ სეზონში მზად იყო 20 მილიონ გირვანქად გაეყიდა. ამჟამად, ლონდონელები კიეველებს 12 მილიონ გირვანქას სთავაზობენ და გავრცელებული ინფორმაციით, "დინამო" აღნიშნული თანხით მოხიბლულია.
გიორგი ბალახაძე