ფეხბურთი

18:20 | 16.04.2013 | ნანახია [] - ჯერ

“ჩელსი” შიურლეში 22 მილიონს იხდის

ლონდონის “ჩელსიმ” გერმანულ “ლევერკუზენს” სატრანსფერო წინადადებით მიმართა. Soccerisue-ს ცნობით, ანდრე შიურლეს სანაცვლოდ, “არისტოკრატებმა” გერმანელებს 22 მილიონი ევრო შესთავაზეს.

ხსენებული წყაროს ინფორმაციით, ლონდონელებს გერმანელ შემტევთან 5-წლიანი კონტრაქტის პირობები უკვე შეთანხმებული აქვთ. ახლო წარსულში, “ჩელსიმ” შიურლეს შეძენა 20 მილიონ ევროდ სცადა, მაგრამ ლევერკუზენელთაგან უარი მიიღო. სადღეისოდ, კლუბებს შორის მოლაპარაკება მიმდინარეობს.

ცნობისათვის, ბუნდესლიგის მიმდინარე სეზონში, შიურლემ 29 მატჩი ჩაატარა და 9 გოლით გამოირჩა.

 

0.115654