ლონდონის “ჩელსი” “მანჩესტერ იუნაიტედს” უეინ რუნის სანაცვლოდ 30 მილიონ გირვანქა სტერლინგზე მეტს არ შესთავაზებს. ამის შესახებ The Sun-ი იუწყება.
“ფორვარდი, რომლის გუნდში ხილვაც მსურს, არც 50 მილიონი ღირს და არც 40. შესაძლოა, უკანასკნელი შენაძენი 1 ან 2 სექტემბერს გავაკეთოთ”, - განაცხადა “არისტოკრატთა” დამრიგებელმა ჟოზე მოურინიომ.
რამდენიმე დღის წინათ, მოურინიომ განაცხადა, რომ “ჩელსი” მიმდინარე სატრანსფერო სეზონში ერთ ფეხბურთელსღა შეიძენს. ბრიტანული მედიასაშუალებების მტკიცებით, ეს სწორედ რუნი იქნება.